თევჭერის უკანონო ფაქტი

კოლხეთის ეროვნული პარკის, ზუგდიდის უბნის რეინჯერებმა პატრულირებისას, თევზჭერის უკანონო ფაქტი გამოავლინეს. ამოღებულია ელექტროშოკური აპარატი, ორი აკუმულატორი, ჩოგან-ბადე და ნავი.
ფაქტზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 86-ე მუხლის მერვე ნაწილის შესაბამისად შეადგინეს.
ჩამორთმეული ნივთები დალუქულია და შემდგომ რეაგირებამდე, ზუგდიდის უბანში განთავსებულ დარგოლვის ცენტრში ინახება.