ტური ფოტოგრაფებისათვის ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე
ტური ფოტოგრაფებისათვის ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე
საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით მოხალისე ფოტოგრაფებისათვის ეწყობა ფოტო-ტური ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე, რომლის მიზანია შეირჩეს 100 საუკეთესო სურათი. არჩეული ფოტოები უსასყიდლოდ გადაეცემა სააგენტოს მათი შემდგომი გამოყენების ნებართვით, საავტორო უფლების დაცვით - მათი გამოყენების დროს, ყოველ ჯერზე ავტორის ვინაობის მითითების პირობით.
ასევე, სექტემბრის თვეში იგეგმება ლაგოდეხის ნაკრძალის დაარსებიდან 101 წლის აღსანიშნავი საიუბილეო ღონისძიება ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ეზოში. გაიმართება გამოფენა, სადაც გამოყენებული იქნება ფოტო-ტურის დროს გადაღებული სურათები.
ტურში მონაწილე ფოტოგრაფების სამუშაო დავალებად განსაზღვრულია შემდეგი სახის ფოტო ჟანრი:
- მაკრო
- პეიზაჟი
- პანორამა
- ჯანსაღი ცხოვრების წესი
- ბიომრავალფეროვნება (მცენარე, ცხოველი, მწერი, ფრინველი)
ჩატარების ადგილი - ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები
ჩატარების თარიღი - 23-25 აგვისტო, 2013 წელი
ტურის განრიგი:
23 აგვისტო, პარასკევი: თბილისი - ლაგოდეხი - მეტეო სადგური (ღამისთევა მეტეო სადგურის კოტეჯში)
24 აგვისტო, შაბათი: მეტეო სადგური - შავი კლდეების ტბა (ღამისთევა კარვებში)
25 აგვისტო, კვირა: შავი კლდეების ტბა - თბილისი
ტურში მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან ტრანსპორტირებით, კვებით, გამყოლით, ღამისთევითა და ბარგის გადასატანად საჭირო ცხენებით.
შენიშვნა: მონაწილეებს უნდა ჰქონდეთ სამუშაო გამოცდილება, პროფესიონალური ფოტო აპარატი და თანახმა იყვნენ ლაგოდეხში გადაღებული ფოტომასალა უსასყიდლოდ გადასცენ დაცული ტერიტორიების სააგენტოს.
*ტურში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.