ტურიზმი ადგილობრივი განვითარებისთვის

დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით მარკოზაშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, გიორგი ჩოგოვაძესათან ერთად ქუთაისს სტუმრობდა, სადაც პროექტის „ტურიზმი-ადგილობრივი განვითარებისთვის“ ფარგლებში, გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
შეხვედრაზე, რეგიონებში ტურიზმის განვითარების პერსპექტივები მიმოიხილეს და აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის ტურისტულ პოტენციალზე იმსჯელეს.
პროექტი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით მიმდინარეობს და მისი მიზანი ადილობრივი მოსახლეობის ხელშეწყობა და ტურიზმში ჩართვაა.
შეხვედრას, კოლხეთის, მარტვილის, ოკაცეს და იმერეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების დირექტორებიც დაესწრნენ.