Twining-ის პროექტის მიმდინარეობა იმერეთის დაცულ ტერიტორიებზე

Twining-ის პროექტის მიმდინარეობა იმერეთის დაცულ ტერიტორიებზე
27 იანვარს, ევროკავშირის "თვინინგის" (Twinning) პროექტის „საქართველოს დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გაძლიერება“ ფარგლებში იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცი-
აში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ძირითად საკითხს წარმოადგენდა იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის პრობლემებისა და შესაძლებლობების განხილვა. აღნიშნული ინფორმაცია აუცილებელია მენეჯმენტის ახალი გეგმის შესამუშავებლად, რაც წარმოადგენს კანონის პირდაპირ მოთხოვნას და მნიშვნელოვანია პროექტის წარმატებით განსახორციელებლად. "თვინინგის" პროექტი მოიცავს სამ კომპონენტს:
• მენეჯმენტის გეგმების მომზადებაში ჩართული კადრების კვალიფიკაციის ამაღლებას;
• ბუნების დაცვის სფეროში ევროკავშირის კანონმდებლობის სიღრმისეულ გაცნობას;
• ადგილობრივ პარტნიორებთან საკონსულტაციო პროცესის განვითარებას.
შეხვედრას დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის რატი ჯაფარიძის გარდა, დაინტერესებული მხარის სტატუსით, ასევე ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველო-
ბის მუნიციპალიტეტის (ხონის, წყალტუბოს, თერჯოლისა და ქუთაისის) და ქუთაისის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები. შეხვედრაზე თვინინგის პროექტის მონაწილეებმა მაიკ გარფორსმა და ექსპერტმა სისი სამეჩმა მონაწილე მხარეებს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს.
პროექტი 2013 წლის მაისში დაიწყო. იგი გულისხმობს ოთხი დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციასთან (ლაგოდეხი, იმერეთი, მტირალა და აჯამეთის დაცული ტერიტორიები) მუშაობას. პირველი ეტაპი ლაგოდეხში განხორციელდა. 27 იანვარს იმერეთის მღვიმეების ჯერი დადგა. პროექტის ფარგლებში მტირალას და აჯამეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების მენეჯმენტის განვითარებაც იგულისხმება, სადაც შეხვედრები დამატებით გაიმართება.