ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ ნათია კობახიძემ, კავკასიის ბუნების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ მორისონმა და „ფონდი ქართუს“ თავმჯდომარემ ნიკოლოზ ჩხეტიანმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომლის თანახმად საერთაშორისო საქველმოქმედო „ფონდი ქართუ“ ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრის რეაბილიტაციისთვის 100 000 აშშ დოლარს გამოფს.
დაცული ტერიტორიების სააგენტო „ფონდ ქართუ’’-ს ლაგოდეხის ვიზიტორთა ცენტრის რეკონსტრუქციის გეგმასა და დეტალურ ხარჯთაღრიცხვას წარუდგენს, რომელიც მომზადდა „კავკასიის ბუნების ფონდი“-ს დახმარებით. სამშენებლო პროექტი მიმდინარე წლის ივნისში დაიწყება და ოქტომბრის ბოლოსთვის დასრულდება.
აღნიშნული მემორანდუმი დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და „პროკრედიტ ბანკს“ შორისაც გაფორმდა, რომლის თანახმად, „პროკრედიტ ბანკი“ ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის საოპერაციო ხარჯების დაფინანსებისთვის 20 000 ლარს გამოყოფს.
ხელშეკრულებას ხელი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ ნათია კობახიძემ, კავკასიის ბუნების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ მორისონმა და პროკრედიტ ბანკის გენერალურმა დირექტორმა ასმუს როტნემ მოაწერეს ხელი.