ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

3 მარტს 13:00 საათზე დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და „Treepex”-ის ჯგუფის წევრებს შორის „ისთ ფოინთის“ მთავარ მოედანზე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი სააგენტოს თავმჯდომარე ლაშა მოისწრაფიშვილმა და „Treepex”-ის დამფუძნებლებმა ბაჩანა ხაჩიძემ და ლაშა კვანტალიანმა მოაწერეს.
მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილი სტრატაპ პროგრამა „Treepex” სავაჭრო ნიშნის დამკვიდრებითა და მობილური აპლიკაციის მეშვეობით, დაცულ ტერიტორიებზე ხეების დარგვის კამპანიებსა და გამწვანების აქციებში კერძო პირებისა და ორგანიზაციების აქტიურ ჩართვას ისახავს მიზნად.
სტარტაპი “Treepex” „დარგეხე“- პროგრამის ფარგლებში, საქართველოში პირველად, იწყება უნიკალური პროექტი, რომელიც საშუალებას იძლევა სასურველი ნივთის შეძენასთან ერთად ეკოლოგიასაც დაეხმაროთ. Treepex-ის ლოგოდატანილი ყოველი პროდუქტის შეძენისას, თქვენს სახელზე საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე დაირგვება თითო ხე, მოგვიანებით კი თქვენ მიიღებთ დარგული ხის GPS-ს კოორდინატს და ფოტოსურათს. ასე რომ, ნებისმიერ დროს გექნებათ დაცული ტერიტორიების უნიკალური ბუნებისა და თქვენი სახელით დარგული ხის მონახულების საშუალება. წარწერა, სტარტაპი “Treepex” „დარგე ხე“ და “Treepex”-ის ლოგო 3 მარტიდან სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთში“ სხვადასხვა პროდუქციაზე გამოჩნდება.