ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის პროექტის საჯარო განხილვა
2022 წლის 7 აპრილს, 12 საათზე, „ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის“ პროექტის ონლაინ განხილვა გაიმართება
ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების გეგმის პროექტი მომზადდა „კავკასიის ბუნების ფონდის“ (CNF) ფინანსური მხარდაჭერით, GEF/UNDP პროექტის „საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის ფინანსური მდგომარეობის ხელშეწყობა“ - ფარგლებში, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ამინისტრაციის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სამინისტროს შესაბამისი სამსახურებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობით. მენეჯმენტის გეგმის შემუშავება-განახლების სამუშაო პროცესს ფასილიტაციას უწევდა არასამთავრობო ორგანიზაცია ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაცია და არასამთავრობო ორგანიზაცია - საბუკო.
მენეჯმენტის გეგმა შემუშავდა „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 12 მარტს N110 ბრძანებით დამტკიცებული დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის სტრუქტურის, შინაარსისა და თემატური ნაწილების შემუშავების მეთოდოლოგიის მომზადების ეტაპებისა და პროცედურების შესახებ დებულების შესაბამისად. მენეჯმენტის გეგმის მიზანია ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მდგომარეობის შეფასება, საფრთხეებისა და ძირითადი ღირებულებების განსაზღვრა და მათი დაცვისა და კონსერვაციის გრძელვადიანი და მოკლევადიანი მიზნების ჩამოყალიბება.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ საკონტაქტო ინფორმაცია (მეილის სათაური (subject): საჯარო განხილვაზე დასწრება, სახელი/გვარი, ელ.ფოსტა, ორგანიზაცია) შემდეგ ელ. მისამართზე pr.apa.gov@gmail.com. შენიშვნების წარმოდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმითაც.
ონლაინ განხილვაზე დასწრების მსურველებს შეუძლიათ ისარგებლონ ბმულით