ველო ტური ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე

ველო ტური ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე

2013 წლის 25 აგვისტოს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით, ილიას ტბიდან ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მიმართულებით ერთდღიანი ველო ტური მოეწყო.

ტურის დროს მოყვარულმა ველოსიპედისტებმა 45 კმ სიგრძის დისტანცია დაფარეს და საფინიშო წერტილი ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში გადაკვეთეს.ადმინისტრაციის ეზოში მონაწილეებს დამღლელი დღის შემდეგ საზეიმო ვახშამი და ბუნებაში განტვირთვისთვის საუკეთესო გარემო დახვდათ.   

ტური სიმბოლურ ხასიათს ატარებდა, ეძღვნებოდა რა ლაგოდეხის ნაკრძალის დაარსების 101 წლის საიუბილეო თარიღს.  მისი მიზანი საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია იყო.