ველო ტური მოყვარულთათვის თუშეთის ეროვნულ პარკში
ველო ტური მოყვარულთათვის თუშეთის ეროვნულ პარკში
2013 წლის 6-8 სექტემბერს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით თუშეთის ეროვნულ პარკში ველო ტური მოეწყო.
ველო ტურის პირველ დღეს 18-მა მოყვარულმა ველოსიპედისტმა სოფელ ლეჩურიდან სოფელ ომალოს მიმართულებით 57 კმ სიგრძის დისტანცია დაფარა და აბანოს უღელტეხილის (2950 მ) ერთ-ერთი ურთულესი მონაკვეთი წარმატებით გადალახა. აღსანიშნავია, რომ ეს იყო პირველი მასიური ველო გასვლა ამ საკმაოდ რთული რელიეფით გამორჩეულ მარშრუტზე და მსგავსი ტური აღნიშნულ რეგიონში ქართველი ველო მოყვარულების მიერ ჯერ არ მოწყობილა.
ღონისძიება სიმბოლურ ხასიათს ატარებდა და მის მიზანს დაცული ტერიტორიების პოპულარიცაზია, მათი ცნობადობის ამაღლება და მოსახლეობაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობა წარმოადგენდა.