ველო ტური ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე

ველო ტური ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე 

კვირას, 24 ნოემბერს, დაცული ტერიტორიების სააგენტო ველომოყვარულთა საინიციატივო ჯგუფთან ერთად გიწვევთ ერთდღიან ველო ტურში თბილისი - ვაშლოვანის მიმართულებით. ტური ატარებს სიმბოლურ ხასიათს, ეძღვნება რა ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციას და ემსახურება ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვას საზოგადოებაში. დისტანცია თბილისიდან ვაშლოვანის ეროვნული პარკის შესასვლელამდე 120 კმ-ია, ველო ტურის საერთო მანძილი კი დაახლოებით 70-80 კმ-ს შეადგენს.

სტარტის დაწყების ადგილამდე და უკან ტრანსპორტირება განხორციელდება სააგენტოს მიერ დაქირავებული ავტობუსითა და ველოსიპედების გადასატანი სატვირთო მანქანით.

ტურის განრიგი:

23 ნოემბერი, შაბათი

20:00 შეკრება სპორტის სასახლესთან და ველოსიპედების განთავსება სატვირთო მანქანაში (წინა დღით ველოსიპედების მოტანის მიზანია დროის მოგება, რათა ჩატვირთაზე გასვლის წინ არ მოხდეს დროის დაკარგვა).

 24 ნოემბერი, კვირა 

07:30 შეკრება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან. მის: ორთაჭალა, გულუას ქ. 6;

08:00 გასვლა ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მიმართულებით;

11:00 ჩასვლა ეროვნული პარკის შესასვლელთან და ველოტურის დაწყება;

15:00 ვაშლოვანის ეროვნული პარკი, ბუღა მოედანი და უკან დაბრუნება ვაშლოვანის ეროვნული პარკის მეორე შესასვლელისკენ;

19:00 დაბრუნება თბილისში. ტრანსპორტირება ავტობუსით.

ველო ტურის მონაწილეებს უნდა ჰქონდეთ საკუთარი ველოსიპედები და ასევე გრძელ დისტანციებზე გადაადგილების გამოცდილება. ძალიან სასურველია, თან იქონიოთ ძაღლების დამფრთხობი მოწყობილობა ვისაც ეს გაგაჩნიათ, ვინაიდან ვაშლოვანში რამდენიმე სამეცხარეო ბინაა, სადაც ძაღლები გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენს. დაცული ტერიტორიების სააგენტო წინასწარ მიაწვდის ინფორმაციას იქ მყოფ მეცხვარეებს ველო ტურის შესახებ და გააფრთხილებს ძაღლების დაკავების აუცილებლობაზე.

მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან ტრანსპორტირებით  და ასევე ველოსიპედების გადასატანი საბარგო მანქანით.

 

ტურის დროს კვება ფასიანია, ღირებულება 12 ლარი ერთ კაცზე.

მონაწილეობის მსურველები, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ არაუგვიანეს 21 ნოემბრისა შემდეგ მისამართზე stvaradze@apa.gov.ge ან დაგვირეკოთ ნომერზე - 275 38 90.

ფულის შეგროვება მოხდება ველომოყვარულთა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელის - დათო ჩოხელის მიერ და დეტალები ამის შესახებ გამოცხადდება მოგვიანებით.