ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტები

ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტები

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინსპექტირების სამსახურის ინფორმაციით, ალგეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, დაბა მანგლისიდან 25 კმ-შიხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტები არის აღმოჩენილი. უკანონოდ მოჭრილია წიფლის, ნაძვის, ფიჭვის, რცხილასა და მუხის 96 ძირი საერთო მოცულობით 32 კუბური მეტრი. გარემოზე მიყენებული ზარალი ამ დროისათვის შეადგენს 7 844 ლარს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შსს-ს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოების მხირადნ მიმდნრეობს საქმის ძიება.