ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტები
ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტები
სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო ეხმაურება სოციალურ ქსელში დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ეხება ადიგენისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში - კერძოდ, დაბა აბასთუმნის ობსერვატორიისა და ბირთვისის მიმდებარედ ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტებს. იმის მიუხედავად, რომ აღნიშნული ადგილები დაცული ტერიტორიების საზღვრების სიახლოვეს მდებარეობენ, ეს ტერიტორიები არ შედიან სააგენტოს დაქვემდებარებაში და შესაბამისად, იგი არ არის უფლებამოსილი გაატაროს რაიმე სახის სანქციები კანონდამრღვევთა წინააღმდეგ.
აღსანიშნავია, რომ 2 კვირის წინ დაბა აბასთუმნის მიმდებარედ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ბორჯომ-ხარაგაულის ადმინისტრაციული ერთეულის დაქვემდებარებაში მყოფ ნაწილში გამოვლენილი იქნა 4 ძირი ნაძვის უკანონო ჭრის ფაქტი, საერთო მოცულობით 5 კუბური მეტრი. გატარებული ღონისძიებების შედეგად დადგენილია აღნიშნულ ფაქტში მონაწილეთა ვინაობა, დამატებითი პირების გამოვლენის მიზნით კი მიმდინარეობს გამოძიება.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის რეინჯერი, რომელიც პასუხისმგებელი იყო აღნიშნულ უბანზე დათხოვილია სამსახურიდან, ხოლო ამ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.