ხელმოწერა

ხელმოწერა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ რატი ჯაფარიძემ, ააიპ საერთაშორისო საქველმოქმედო „ფონდი ქართუს“ წარმოდგენილი გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანმა და კავკასიის ბუნების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ მორისონმა, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
„ფონდი ქართუ“ გამოთქვამს სურვილს შეაკეთოს ლაგოდეხის ადმინისტრაციული შენობის სახურავი და მოაწყოს შავი კლდეების ტბის სამდღიანი ბილიკი ვიზიტორთა თავშესაფრის მშენებლობის ჩათვლით 170 000 ლარამდე თანხის ოდენობის ფარგლებში. 2014 წელს „ფონდი ქართუ“ „დაცული ტერიტორიების სააგენტოსა“ და „კავკასიის ბუნების ფონდთან“ კონსულტაციების საფუძველზე გამოავლენს კონტრაქტორს, რომელიც იქნება პროექტის განმახორციელებელი. პროექტის განმახორციელებელი შეიმუშავებს ლაგოდეხის ადმინისტრაციული შენობის სახურავის, შავი კლდეების ტბის სამდღიანი ბილიკის და ვიზიტორთა ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის საჭირო გეგმას და დეტალურ ხარჯთაღრიცხვას, რომელსაც იგი წარუდგენს ფონდ „ ქართუ“-ს, „დაცული ტერიტორიების სააგენტოსა“ და „კავკასიის ბუნების ფონდს.“
17.06.2014