ჭაჭუნას აღკვეთილის ბიომრავალფეროვნება

  

ფლორა

ჭაჭუნას აღკვეთილში მრავალფეროვანი ფლორაა წარმოდგენილი. მდინარე იორის გაყოლებაზე ტუგაის ტიპის ჭალის ტყე იზრდება, ხოლო მის მიმდებარე გორაკებზე და ტერასებზე სხვადასხვა სახის არიდული ნათელი ტყეების, ნახევარუდაბნოებსა და სტეპური მცენარეულობის ფრაგმენტებია წარმოდგენილი.

ჭალის ტყეების აბსოლუტური დომინანტი - მთრთოლავი ვერხვია. უმნიშვნელო რაოდენობით გვხვდება ჭალის მუხა, საკმლის ხე- საღსაღაჯი და წნორი.

არიდული ნათელი ტყეების შექმნაში მონაწილეობენ: საკმლის ხე, ღვიის (Juniperus oxycedrus,J. foetidissima, J. polycarpos) რამდენიმე სახეობა, წითელი კუნელი, მუხა, პანტა და აკაკი (ჩელტის გლაბრა) . მდინარის სანაპირო ზოლში და ივრის მიერ დაჭაობებულ ადგილებში ლელი და ლერწამია გავრცელებული.

საქართველოს “წითელი ნუსხის" სახეობები

იშვიათ და გადაშენების პირას მისული მცენარებიდან იზრდება კავკასიური აკაკი (Celtis caucasica), საკმლის ხე (Pistacea mutica), ჭალის მუხა (Quercus pedinculiflora) და ღვია (Juniperus foetidissima).

ენდემური სახეობები

ენდემურ სახეობებიდან აღსანიშნავია: ქართული ზამბახი (Iris iberica) და ეიხლერის ტიტა (Tulipa eichleri).

ფაუნა

ფაუნა წარმოდგენილია: ძუძუმწოვრების 28, ფრინველების 80, ქვეწარმავლების 14, ამფიბიების 4 და თევზების 8 სახეობით.

ძუძუმწოვრებიდან აღსანიშნავია: ტურა, მელა, კურდღელი, ლელიანის კატა, ფოცხვერი, მაჩვი და გარეული ღორი.

ჭაჭუნას აღკვეთილში ფრინველთა ბევრი სახეობაა წარმოდგენილი: ქედანი, გვრიტი, შევარდენი, მიმინო, კაჭკაჭი, კაკაბი, ბექობის არწივი. ჭაჭუნის კირქვული წარმოშობის კლდეებში არსებული გამოქვაბულები ორბების და ფასკუნჯების საბუდარია. ღვიის ხეებზე ბინადრობს სვავი. ჭაჭუნას აღკვეთილი ულამაზესი ფრინველი დურაჯის პოპულაციითაც მნიშვნელოვანი ჰაბიტატია.

ქვეწარმავლებიდან ხმელთაშუაზღვის კუ და შხამიანი გველი - გიურზა გვხვდება.

მდინარე იორში რამოდენიმე სახეობის თევზია წარმოდგენილი, მათ შორისაა: ლოქო, მურწა, სქელშუბლა, ხრამული, წვერა, შამაია, კობრი, ჭანარი, ციმორი.

მწერების ჯგუფიც საკმაოდ მრავალფეროვანია: მრავლადაა კალიაები, ხოჭოები, პეპლები, ჭიანჭველები, ობობასნაირები და სხვ.

საქართველოს „წითელი ნუსხის" სახეობები

ჭაჭუნას აღკვეთილში იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი 10 სახეობის ფრინველი ბინადრობს, ესენია: ბექობის არწივი, სვავი, ველის არწივი და სხვ.

მსხვილი ძუძუმწოვრებიდან აქ გვხვდება: მურა დათვი, ფოცხვერი, წავი და სხვ.

ენდემური სახეობები

აღკვეთილში წვრილი ძუძუმწოვრების 24 სახეობა ბინადრობს, მათგან აღსანიშნავია: მცირე ტყის თაგვი (Sylvamus uralensis), კავკასიური ტყის თაგვი (Sylvaemus fulvipectus), პონტოს ტყის თაგვი (Sylvaemus ponticus), სახლის თაგვი (Mus musculus), ველის თაგვი (Mus macedonicus), შავი ვირთაგვა (Rattus rattus).

 

 

 

 

https://karyaharapanmukti.desa.id/ https://desategalsari.id/ https://desatanjungmedang.id/ https://stksteakhouse.com/ https://enpa.org/ https://www.trindadedosul.rs.gov.br/ https://ayamjpterbaru.com https://cupangjp7.com https://istanapetirutara.com