ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ბიომრავალფეროვნება

   

ფლორა

სამსარის ქედის სუბნივალურ ზონაში აღრიცხულია მცენარეთა 62 სახეობა, მათ შორის 3 ლოკალური და 14-კავკასიის ენდემი, დანარჩენი სახეობები სამხრეთ კავკასიონსა და მცირე აზიაში ფართოდაა გავრცელებული.

ჯავახეთი უტყეო მხარეა. ხელოვნურად გაშენებული ფიჭვის კორომები და ბუნებრივი ტყის ფრაგმენტები მეჩხერადაა წარმოდგენილი. ყველაზე მნიშვნელოვანი ბუნებრივი სუბალპური ტყე საქართველო-თურქეთის საზღვარზე მდებარე კარწახის ტბის მიდამოებში გვხვდება. აქ გავრცელებულია: თეთრი არყის კავკასიური ცირცელი, ჩიტა კომშა, ასკილისა და ჟოლოს ბუჩქნარი.

ჯავახეთის ზეგანზე კარწახისა და სულდას ჭაობები ძირითადად ტბათა კოლბოხოვანი დაჭაობების შედეგადაა წარმოქმნილი. ასეთი ჭაობებია ყველაზე ფართოდ გავრცელებული ფორმაცია, ჭაობიან ეკოსისტემებში Carex acuta -ს დომინანტობით არის შექმნილი. კოლბოხოვანი ზედაპირი ყოველთვის უხვი და მაღალი ბალახნარითაა დაფარული, რომელსაც ისლის სახეობები ქმნიან.

კარწახის ტბასა და მის შემოგარენში მთის სტეპებსა და გასტეპებულ მდელოებზე 2004 წელს აღმოაჩინეს საქართველოს ფლორაში აღწერილი ვარდისებრთა ოჯახის წარმომადგენელი - Dasiphora fruticosa, რომელიც სხვაგან არსად გვხვდება საქართველოში.

ენდემური სახეობები

აღნიშნულ ჭაობებიან ეკოსისტემებში მრავლად არის ენდემური ჯიშები წარმოდგენილი: მცენარეების 15 სახეობაა, აქედან კავკასიის 12, საქართველოსი კი 3 ენდემია.

 ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებზე ლოკალური, ენდემური 19 სახეობა გვხვდება. მათ შორის აღსანიშნავია: ჯავახეთის ფამფარულა. Achillea sedelmeyeriana Sosn., Delphinium thamarae Kem. - Nath., Heracleum wilhelmsii Fisch. & Ave - Lall. , Tragopogon ketzkhovelii Kuthatheladze, Tragopogon makaschvilii Kuthatheladze, Tragopogon meskheticus Kuthatheladze და სხვ.

ფაუნა

ჯავახეთი განსხვავებული სილამაზით გამოირჩევა. აქ მცენარეულობის ნაირფეროვნებით გამორჩეული საძოვრები, ვულკანური წარმოშობის ნაშალი მთები და განუმეორებელი სილამაზის ტბებია წარმოდგენილი.

მადატაფას, ხანჩალის და კარწახის ტბები წყლის ფრინველთა სამფლობელოა.

ადრე ეს ტბები ადგილობრივი თევზის სახეობებით (ტბის კალმახით) ყოფილა სავსე, მაგრამ უცხო სახეობის თევზების (კარასის, ევროპული ჭაფალას, კობრის და სხვათა) ტბებში გაშვებამ ადგილობრივი სახეობების გადაშენება და მათი პოპულაციის შემცირება გამოიწვია. დღესდღეობით, აღნიშნულ ტბებში 12 სახეობის თევზი ბინადრობს.

ტბები ყოველთვის იყო და დღემდე რჩება წყლის გარეულ ფრინველთა ჰაბიტატად. კარწახის ტბაზე აღრიცხულია 59 სახეობის ფრინველი, აქედან 20 წყალმცურავია.კარწახის ჭაობზე კი 21 სახეობის ფრინველია, მათგან კი 6-ია წყალმცურავი. სულდას ჭაობზე 15 სახეობის ფრინველია აღრიცხული, მათგან 8 წყალმცურავი.

აქ შეიძლება მრავალი თეთრი ყარყატის ნახვა, რომლებსაც ბუდეები, პირდაპირ ჯავახეთის სოფლებში დენის ბოძებზე და სახლების სახურავებზე აქვთ გაკეთებული. მადატაფაზე და კარწახზე, წეროებზე და ხუჭუჭა ვარხვებზე დაკვირვებაა შესაძლებელი. აქვეა სომხური თოლიების უზარმაზარი კოლონიები. ჯავახეთის ტბების ნაპირებზე და აქაურ ჭაობებში ძალზედ ბევრია ჩიბუხა, გოჭა, პრანჭია და ოჩოფეხა. ჭაობებში იშენებენ ბუდეებს ჭაობის მტაცებელი ფრინველები, ძელქორები და ველის კაკაჩები, ისინი ჯავახეთის ზეგანის ყველაზე ფართოდ გავრცელებული მტაცებლები არიან.

ამასთანავე, ჯავახეთის ზეგანი ფრინველთა მიგრაციის ერთ-ერთ მთავარ ტრასას წარმოადგენს. ჯავახეთში ბევრი მობუდარი წყლის ფრინველია (რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ზამთარშიც აქ რჩება და გაყინული ტბებიდან მდინარეებზე ინაცვლებს). სეზონურად, განსაკუთრებით კი შემოდგომაზე აქაურობა ნაირგვარი მტაცებელი წყლის თუ ჭაობის ფრინველით ივსება.

ჯავახეთის ყანებიდან მუდმივად ისმის მწყრისა და ღალღის ხმა. ტბებზე კი ათასობით მელოტები, კოკონები, გარეული ბატები, წითელი და გარეული, ფართონისკარტა და ქოჩორა იხვები, იხვინჯები, რუხი იხვები და წითელთავა ყვინთიები სხედან.

ხანჩალის ტბის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ წყალი ძალზედ დაბალია. ტბის სიღრმე მხოლოდ 80 სანტიმეტრია და გარეულ ფრინველს ძალზედ უადვილდება ტბის ფსკერიდან საკვების მოპოვება. ჯავახეთის სხვა ტბებთან შედარებით დაბალი სიღრმის გამო, ხანჩალი ყველაზე თბილია და წყლის ფრინველებისთვის საუკეთესო საცხოვრებელი და დასასვენებელი ადგილია. ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში ადგილობრივმა მთავრობამ ტბის ნაწილი სათიბებად გამოყენების მიზნით დააშრო. ეს ნამდვილი ეკოლოგიური კატასტროფა იყო, რომლის შედეგადაც ათიათასობით გარეული ფრინველი აღარასდროს დაბრუნებია თავის საბუდარს. ეს პრობლემა დღემდე მოუგვარებელია.

ჯავახეთის მთიანეთში აღრიცხულია ძუძუმწოვარათა თითქმის 40 სახეობა. მათ შორის 10 მტაცებელი და 2 ჩლიქოსანია. ჩლიქოსანთა ორივე სახეობა, ისევე, როგორც ფოცხვერი და დათვი, იშვიათად ჩნდება შიშველ ადგილებში.

ფართოდ არის გავრცელებული: ჭრელტყავა (Vormela peregusna, გლობალურად მოწყვლადი სახეობა), წავი (Lutra lutra), ევროპული კურდღელი (Lepus europaeus), მაჩვი (Meles meles), მელა (Vulpes vuples) და მგელი (Canis lupus).

კურდღელი, მელა და მგელი გავრცელებულია მთელ ჯავახეთის მთიანეთში, ხოლო ჭრელტყავა აღრიცხულია მხოლოდ სასაზღვრო ზონაში (მადატაფის ტბის მიდამოებში). უამრავი პატარა მღრღნელი ზაზუნა და მინდვრის თაგვი მათთვის შესანიშნავ საკვებს წარმოადგენს.

ოთხმოციან წლებში ხანჩალის ტბაში გაშვებული იქნა ონდატრას რამდენიმე ოჯახი. ცხოველები ძალიან სწრაფად გამრავლდენენ და ჯავახეთის თითქმის ყველა წყალსატევს მიაღწიეს. ონდატრის მიერ ადგილობრივი ეკოსისტემისთვის მიყენებული ზარალი ჯერ კიდევ არა არის შესწავლილი.

საქართველოს „წითელი ნუსხის" სახეობები

იშვიათ და გადაშენების პირას მყოფ სახეობებიდან აღსანიშნავია ფრინველების 2 სახეობა, რომელიც შესულია IUCN –ის “წითელ ნუსხაში", 6- საქართველოს “წითელ ნუსხაში", 12 აფრიკა-ევრაზიის გადამფრენი ფრინველების შეთანხმებაში. ძუძუმწოვრების 1 სახეობა IUCN –ის “წითელ ნუსხასას" და საქართველოს “წითელ ნუსხაში”. მათგან აღსანიშნავია: ნაცრისფერი ზაზუნელა (Cricetulus migratorius) და ბრანდტის ზაზუნა (Mesocricetus brandti), წავი (Lutus lutus) და სხვ.

ენდემური სახეობები

ძუძუმწოვართა ექვსი სახეობა (ძირითადად მღრღნელები) კავკასიის ენდემია: ნერინგის ბრუცა (Nannospalax nehringi), ბრანდტის ზაზუნა (Mesocricetus brandti), დაღესტნური მემინდვრია (Terricola daghestanicus), ნაზაროვის მემინდვრია (Terricola nasarovi), კავკასიური წყლის ბიგა (Neomys teres), კავკასიური ბიგა (Sorex satunini Ognev) და სხვ.

Slot Dana Slot Luar Negeri Slot Maxwin Slot Thailand Slot Thailand Slot777 Slot777 AyamJP Login Resmi AYAMJP Robopragma Robopragma Robopragma Robopragma CUPANGJP CUPANGJP https://thailand.undar.ac.id/ https://slot777.simak.undar.ac.id/ https://undar.ac.id/thailand/ Slot777