ნიკოლოზ რომანოვის ბილიკი









თუ ბილიკის დალაშქვრას გადაწყვეტთ, აუცილებელია, წინასწარი რეგისტრაციის გავლა ვიზიტორთა ცენტრში

/ 43 კმ, 3 დღე, საფეხმავლო და საცხენოსნო, საშუალო სირთულის /

მთავარი ღირსშესანიშნაობები:  წიწვოვანი და შერეული ტყე, ლომის მთა, ლომის მთის წმ. გიორგის ეკლესია, გადასახედი კავკასიონის ხედით, კოლხური სუბ-ტროპიკული ტყე.

ბილიკი იწყება ლიკანის მცველთა საგუშაგოდან (930 მ. ზღვის დონიდან) და მთავრდება მარელისის მცველთა საგუსაგოსთან (540 მ.) (ან პირიქით). ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრიდან ლიკანის მცველთა საგუშაგო 5 კმ-ში მდებარეობს. მარშრუტის მთლიანი სიგრძე 43 კმ-ია.  ლაშქრობა იწყება მდინარე ლიკანის ხეობაში, სადაც ვიზიტორები ხვდებიან იშვიათი ჯიშის უთხოვარის ხეებს, რომლებიც საქართველოს წითელ ნუსხაშია შეტანილი.

პირველი ღამისთევა შესაძლებელია ლომის მთის ტურისტულ თავშესაფარში.  თავშესაფრიდან მეორე დღის სალაშქრო მარშრუტი მიუყვება აღმართს ლომის მთის მწვერვალისაკენ (2198 მ. ზღვის დონიდან), აქ ასვლას საშუალოდ 1,5 საათი სჭირდება. ლომის მთის მწვერვალიდან კარგ ამინდში, შესაძლებელია  დიდი კავკასიონის ქედის და ევროპის უმაღლესი მწვევრალი იალბუზის დანახვა.

ლომის მთაზე მდებარეობს წმ. გიორგის სალოცავი. ბილიკის ლამაზ ხედებს დამატებით ელფერს სძენს აყვავებული დეკა მაისში და როდოდენდრონი ივნისში.

ლომის მთიდან ბილიკი მიუყვება სუბალპურ მდელოებს და დღის მეორე ნახევარში ეშვება  კოლხური სუბ-ტროპიკული ტყის სარტყელში, მეორე დღის ლაშქრობა სრულდება სახვლარის ტურისტულ თავშესაფარში (1025 მ. ზღვის დონიდან).

მესამე დღეს სახვლარის ტურისტული თავშესაფრიდან ბილიკი მიუყვება  მდინარე არჯოლის ხეობას და მთავრდება მარელისის მცველთა საგუშაგოსთან.

მარშრუტის სავარაუდო განრიგი:

დღე 1: ლიკანის მცველთა საგუშაგო - ლომისმთის ტურისტული თავშესაფარი, 15 კმ. საშუალოდ 5-6 საათი, ღამისთევა ტურისტულ თავშესაფარში ან კარავში

დღე 2: ლომისმთის ტურისტული თავშესაფარი - სახვლარის ტურისტული თავშესაფარი 18 კმ.  საშუალოდ 6-7 საათი. ღამისთევა ტურისტულ თავშესაფარში ან კარავში

დღე 3: სახვლარის ტურისტული თავშესაფარი - მარელისის მცველთა თავშესაფარი - 10 კმ. საშუალოდ 4-5 საათი. 

ფოტო გალერეა

ჰიფსომეტრიული რუკა

GPX-Track

https://karyaharapanmukti.desa.id/ https://desategalsari.id/ https://desatanjungmedang.id/ https://stksteakhouse.com/ https://enpa.org/ https://www.trindadedosul.rs.gov.br/ https://ayamjpterbaru.com https://cupangjp7.com https://istanapetirutara.com