უთხოვარი და ტბა ტბიყელი
/ 37 კმ, 2 დღე, საფეხმავლო და საცხენოსნო, საშუალო სირთულის /
მარშრუტი იწყება ცხემვანის ვიზიტორთა თავშესაფრიდან, სოფ. დიდვაკეში და მიემართება დიდხნოვანი უთხოვრისაკენ, რომელიც მესამეული პერიოდის ერთ-ერთი რელიქტური სახეობაა და საქართველოს წითელ ნუსხაშია შეტანილი. უთხოვარი ერთადერთი წიწვოვანი სახეობაა, რომლის ნაყოფიც არ არის გირჩი.
შემდეგ მარშრუტი გრძელდება ხინოწმინდის ეკლესიის ნანგრევებისაკენ. ეს ეკლესია თავისი მშენებლობის ტექნიკითა და ქვის წყობით მიეკუთვნება VIII-IX საუკუნეებს. ზოგიერთი კედლის ფრაგმენტი 2-3 მ-ს აღწევს. ზომების მიხედვით (18X10) შეიძლება ვიმსჯელოთ, რომ ეკლესია თავის დროზე შედარებით დიდ ნაგებობას წარმოადგენდა.
შესვენების შემდეგ, ვიზიტორებს შეუძლიათ გზა განაგრძონ ტბიყელის ტბისაკენ, რომელიც ზღვის დონიდან 1,900-2,000 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ტბას აქვს მოგრძო, ოვალური ფორმა და მისი სიღრმე 7-8 მეტრია. იგი საზრდოობს ატმოსფერული ნალექებით, თოვლის ნადნობითა და გრუნტის წყლებით. ტბა ზამთარში იფარება თოვლით და ყინულით, ტბაში ბინადრობს კავკასიური ტრიტონი, რომელიც წითელ ნუსხაშია შეტანილი. მარშრუტის სიგრძე ეკლესიის ნანგრევებიდან ტბამდე შეადგენს 12 კმ-ს.
გიდი:
- ვახტანგ მიქელაძე ტელ: 595 07 49 27