ჯავახეთის დაცული ტერიტორიები

 

ტბებით, უნიკალური ჭაობებით, სუბალპური და ალპური მდელოებით მდიდარი ჯავახეთის დაცული ტერიტორიები სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში მდებარეობს და ჯავახეთის ეროვნულ პარკს, ბუღდაშენის, ხანჩალის, მადათაფას, სულდას და კარწახის აღკვეთილებს მოიცავს.

ვიზიტორთა ცენტრი: ქ. ახალქალაქი, ნინოწმინდა-კარწახის გზაჯვარედინი N1

ჯავახეთის 7 სალაშქრო, საცხენოსნო და ველო მარშრუტზე ფრინველებზე დაკვირვებისათვის საგანგებოდ მოწყობილი კოშკურებიდან, წელიწადის სხვადასხვა დროს, 140 სახეობის მობუდარი თუ გადამფრენი ფრინველის ნახვაა შესაძლებელი. თევზის სხვადასხვა სახეობებით მდიდარი ტბები კი იდეალურია სამოყვარულო თევზაობისთვის.  

 

 

 

 

 

ადგილზე შეგიძლიათ იქირაოთ ან დაგეგმოთ:

  • საკარვე ადგილი 1 ადამიანი / 1 დღე 10 ლარი;
  • საპიკნიკე ადგილი (5 ერთეული, 10 ადგილიანი) 1 დღე 20 ლარი;
  • საკონფერენციო დარბაზი 1 დღე 200 ლარი;
  • ინვენტარის დაქირავება
  • კარავი 1 დღე 20 ლარი;
  • საძილე ტომარა 1 დღე 10 ლარი;
  • ზურგჩანთა 1 დღე 10 ლარი;
  • თოვლის ფეხსაცმელი 1 დღე 20 ლარი;
  • ველოსიპედი 1 დღე 35 ლარი;
  • ელექტრო ველოსიპედი 1 დღე 50 ლარი;
  • პარალონი 1 დღე 5 ლარი;
  • ჭოგრიტი 1 დღე 10 ლარი;
  • ჰამაკი 1 დღე 15 ლარი;
  • ჭაობის ფეხსაცმელი 1 დღე 20 ლარი;
  • სპორტულ-სამოყვარული თევზაობა კარწახის ტბაზე, დღიური ლიმიტი განისაზღვრება 10 კგ-მდე. (შენიშვნა - იმ შემთხვევაში თუ დაჭერილი ერთი თევზის წონა აღემატება 10 კილოგრამს, დასაშვებია მხოლოდ ერთი ცალის დაჭერა) 1 ადამიანი / 1 დღე 10 ლარი;
  • სპორტულ-სამოყვარულო თევზჭერა ადგილობრივი მოსახლეობისთვის 1 ადამიანი / 1 დღე 10 ლარი;
 

განთავსება:

  • კოტეჯი თეთრობის ტყის აღკვეთილში (8 ადგილიანი) 1 ადამიანი / 1 დღე - 30 ლარი, სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის - 10 ლარი;
  • კოტეჯი კარწახის ტბასთან (8 ადგილიანი) 1 ადამიანი / 1 დღე 30 - 10 ლარი;

 

ტურისტული სეზონი გრძელდება აპრილიდან ნოემბრამდე

  • ფრინველებზე დაკვირვებისათვის საუკეთესო პერიოდია აპრილი-ნოემბერი;
  • სპორტულ-სამოყვარულო თევზაობისათვის საუკეთესო პერიოდია მაისი-ოქტომბერი.

გაფრთხილება

სასაზღვრო ზონაში მოგზაურობის შემთხვევაში, აუცილებელია სპეციალური გადაადგილების საშვის მიღება შემდეგ ლოკაციაზე:

კარწახის ტბა

საშვის მიღება შესაძლებელია ონლაინ ფორმის შევსების მეშვეობით: ბმული

 

შენიშვნა: ჯავახეთის ეროვნულ პარკში გადაადგილებისას, მესაზღვრეებთან რეგისტრაციისათვის, აუცილებელია თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.


დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ: 

თამაზ კარაპეტიანი, ჯავახეთის დაცული ტერიტორიების დაცვის სამსახურის უფროსი
ტელ: 577 64 04 82, ელფოსტა: tkarapetiani@apa.gov.ge

 

როგორ მოვხვდეთ დაცულ ტერიტორიებზე
ბილიკები
რეგიონის ღირსშესანიშნაობები
გვიპოვეთ Google Map-ზე