თუშეთის დაცული ტერიტორიები


 

თუშეთის დაცული ტერიტორიები კახეთის რეგიონში, ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალს, თუშეთის ეროვნულ პარკსა და თუშეთის დაცულ ლანდშაფტს აერთიანებს. 

ვიზიტორთა ცენტრი: თუშეთი, სოფ. ქვემო ომალო

თუშეთის დაცული ტერიტორიების 11 ტურისტული მარშრუტი სხვადასხვა სირთულის 1, 2, 3, 4 და 6 დღიან ბილიკებს მოიცავს. უნიკალური ისტორიულ-კულტურული და ბუნებრივი ლანდშაფტებით გამორჩეულ ტერიტორიაზე ვიზიტორებს შეუძლიათ შეარჩიონ მათთვის სასურველი სალაშქრო, ველო, საცხენოსნო, კულტურული, ფრინველებზე  და ნიამორებზე დაკვირვების ტურები. 


 

 

 

 

ადგილზე შეგიძლიათ იქირაოთ:

  • კარავი - 10 ლარი;
  • ზურგჩანთა - 5 ლარი;
  • საძილე ტომარა - 5 ლარი;
  • ჭოგრიტი - 10 ლარი;
  • საკონფერენციო დარბაზი (24 ადამიანზე) - 1 სთ - 20 ლარი; 1 დღე - 100 ლარი;
  • საპიკნიკე ადგილი - 1 დღე - 15 ლარი; სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის - 10 ლარი;
  • საკარვე ადგილი - 1 ადამიანი - 5 ლარი;
  • ველოსიპედი -1 სთ - 10 ლარი; სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის - 5 ლარი;  1 დღე - 40 ლარი; სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის - 20 ლარი.

ტურისტული სეზონი გრძელდება ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით

  • ნიამორებზე დაკვირვება შესაძლებელია მთელი სეზონის განმავლობაში.
შენიშვნა: სოფ. ქვემო ალვანიდან ომალომდე გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომანქანით

გაფრთხილება

სასაზღვრო ზონაში მოგზაურობის შემთხვევაში, აუცილებელია სპეციალური გადაადგილების საშვის მიღება შემდეგ ლოკაციებზე:

სოფ.  დიკლო, სოფ. გირევი, აწუნთის უღელტეხილი.

საშვის მიღება შესაძლებელია ონლაინ ფორმის შევსების მეშვეობით: ბმული

განთავსება

  • ჰოსტელი ვიზიტორთა ცენტრთან, სოფ. ქვემო ომალო: 1 ადამიანი - 10 ლარი; მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის - 7 ლარი;

  • ღამისთევა ალაზნისთავის ტურისტულ თავშესაფარში: 1 ადამიანი - 10 ლარი; მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის - 7 ლარი;

 

დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ:

გიორგი ბაკურიძე, ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტი ტელ: 577 10 18 92,  ელფოსტა: gio.bakuridze@gmail.com

გიგა მრელაშვილი,    577 10 18 91, mrelashviligiga@gmail.com

 

როგორ მოვხვდეთ დაცულ ტერიტორიებზე
ბილიკები
რეგიონის ღირსშესანიშნაობები
გვიპოვეთ Google Map-ზე
https://karyaharapanmukti.desa.id/ https://desategalsari.id/ https://desatanjungmedang.id/ https://stksteakhouse.com/ https://enpa.org/ https://www.trindadedosul.rs.gov.br/ https://ayamjpterbaru.com https://cupangjp7.com https://istanapetirutara.com