აჯამეთის აღკვეთილი

/ შეიქმნა 1946 წ. /

დირექტორი: გოჩა ღიბრაძე

ტელ: 577 10 18 02  |  ელ-ფოსტა: gochagocha62@gmail.com


ფეისბუქის გვერდი: აჯამეთის აღკვეთილი/Ajameti Managad Reserve
მისამართი: ბაღდათის მუნიციპალიტეტი, სოფელი ვარციხე 

აჯამეთის აღკვეთილი თბილისიდან 230 კმ-ის, ხოლო ქუთაისიდან 15 კმ-ის დაშორებით მდებარეობს, ბაღდათისა და ზესტაფონის რაიონში, რიონის ვაკეზე და  აჯამეთის, ვარციხისა და სვირის უბნებისგან შედგება. 1928 წელს ქუთაისის სატყეო ნაწილის 20 ჰა ნაკრძალად გამოცხადდა, 1935 წელს კი აჯამეთის ტყის მასივის ბაზაზე აჯამეთის ბოტანიკური ნაკრძალი შეიქმნა. აჯამეთი სახელმწიფო ნაკრძალის სახით 1946 წელს ჩამოყალიბდა და მისი შექმნის მიზანი იშვიათი რელიქტების - იმერეთის მუხისა და ძელქვის შენარჩუნება იყო. აჯამეთის განთქმული მუხნარი ძალიან ძველია. ზოგიერთი ხის ასაკი 250 წელზე მეტს ითვლის. 

აჯამეთს და მის შემოგარენს საკმაოდ კარგი ეკოტურისტული პოტენციალი აქვს. კულტურული ტურების გარდა, აქ შესაძლებელია წარმატებით განხორციელდეს სამანქანო-სათავგადასავლო ტურები საირმისა და ზეკარის უღელტეხილების მიმართულებით, კერძოდ, აბასთუმნის უბნის ტერიტორიაზე. 


როგორ მოვხვდეთ დაცულ ტერიტორიებზე

სასტუმროები

რეგიონის ღირსშესანიშნაობები

ფოტოგალერეა

გვიპოვეთ Google Maps-ზე

https://karyaharapanmukti.desa.id/ https://desategalsari.id/ https://desatanjungmedang.id/ https://stksteakhouse.com/ https://enpa.org/ https://www.trindadedosul.rs.gov.br/ https://ayamjpterbaru.com https://cupangjp7.com https://istanapetirutara.com