კინტრიშის დაცული ტერიტორიების დამატებითი ღირსშესანიშნაობანი

კინტრიშის დაცულ ტერიტორებზე ვიზიტისას შესაძლებელია შემდეგი ისტორიული ძეგლების მონახულება:

  • ბასრიმელეს ქვის თაღოვანი ხიდი სოფ. კობალაურში - ხიდი აგებულია XIX საუკუნეში. ქობულეთიდან ხიდამდე მანძილი 20 კმ-ია. გადაადგილება შესაძლებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტით და კერძო ტაქსით. ფოტო გალერეა

  • თეთროსნის ეკლესია - მდებარეობს ქ. ქობულეთიდან 5 კმ დაშორებით, სოფ. ხუცუბნის ტერიტორიაზე. გადაადგილება შესაძლებელია ნებისმიერი ტრანსპორტით. ისტორიული ცნობებით აქ გადიოდა ხინო-ქობულეთის საქარავნო გზა და იგი უკავშირდებობა საქართველოდან ბიზანტიისაკენ მიმავალ მთავარ მაგისტრალს. ფოტო გალერეა

  • ჩეხედანას წმ. გიორგის სახელობის ეკლესია - მდებარეობს ქობულეთის რაიონში, სოფ. ლეღვაში. ქ. ქობულეთიდან 17 კმ დაშორებით. ეკლესია აგებულია XVII საუკუნეში . გადაადგილება შესაძლებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტით და კერძო ტაქსით. ფოტო გალერეა

  • პეტრას ციხე - მდებარეობს სოფ. ციხისძირში. ბათუმისა და ქობულეთის გზატკეცილზე, მანძილი ქობულეთიდან 5 კმ. პეტრას ციხე ადრეული ფეოდალური ხანის ძეგლია. ქაჯეთის ციხესაც უწოდებენ. ძეგლი ლაზიკის ეპარქიაში შემავალ ერთ-ერთი საეპისკოპოსო ცენტრს წარმოადგენდა. 1878წ. რუსეთ-თურქეთის ომის დროს პეტრას ციხემ გადამწყვეტი როლი ითამაშა ოსმალების განდევნის საქმეში. ფოტო გალერეა

  • ზედა კვირიკის გუმბათოვანი ეკლესია - მდებარეობს ქობულეთის რაიონში, სოფ.ზედა კვირიკეში. აგებულია XIX საუკუნის დასაწყისში, ბერძნების მიერ. მანძილი ქობულეთიდან  ეკლესიამდე 10 კმ-ია. გადაადგილება შესაძლებელია როგორც საზოგადოებრივი ასევე კერძო ტრანსპორტით. ფოტო გალერეა

  • წმინდა მარიამის სახელობის ეკლესია - მდებარეობს ქობულეთის რ-ში სოფ. დაგვაში. აგებულია XIX-ში ადრილობრივი ბერძნებისა და ქართველების მიერ. ყოველი წლის 28 აგვისტოს აღინიშნება მარიამობის დღესასწაული. ეს დღეები გამოირჩევა ტურისტული სიმრავლით, განსაკუთრებით უცხოელებით. ქობულეთიდან მანძილი 8 კმ-ია. გადაადგილება შესაძლებელია როგორც საზოგადოებრივი ასევე კერძო ტრანსპორტით. ფოტო გალერეა

https://karyaharapanmukti.desa.id/ https://desategalsari.id/ https://desatanjungmedang.id/ https://stksteakhouse.com/ https://enpa.org/ https://www.trindadedosul.rs.gov.br/ https://ayamjpterbaru.com https://cupangjp7.com https://istanapetirutara.com