კოლხეთის ეროვნული პარკის დამატებითი ღირსშესანიშნაობანი

კოლხეთის ეროვნული პარკის დამხმარე ზონაში შესაძლებელია სხვადასხვა მნიშვნელოვანი ისტორიულ-კულტურული ძეგლების მონახულება. კერძოდ: 

  • ნოქალაქევი (ძვ.წ. IV-III, ახ.წ. IV-V სს), ციხეგოჯი- არქეოპოლისი - ადრე შუა საუკუნეების საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია. მდებარეობს სენაკის მუნიციპალიტეტიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 17 კმ-ის მოშორებით. მისასვლელად აუცილებელია გეზი ავიღოთ სენაკიდან მარტვილის მიმართულებით. ანტიკური ქალაქი მდებარეობს გზის პირას. 
  • ხობის მონასტერი (XIII- XIV სს), - მდებარეობს ხობის მუნიციპალიტეტში, სოფ. ნოჯიხევის ტერიტორიაზე, ხობის ცენტრიდან 4 კმ-ის მოშორებით. ტაძრის აშენება უკავშირდება გუბაზ მეფის, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფისა და ცოტნე დადიანის სახელებს. ტაძარი შემკულია ჩუქურთმებითა და ფრესკებით. საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე აქ იყო დასვენებული ღვთისმშობლის კვართი, თამარ მეფის გულსაკიდი ჯვარი და სხვა სიწმინდეები. შუა საუკუნეებში ხობის მონასტერი საქართველოს კათოლიკოსის რეზიდენციას წარმოადგენდა. ხობის ცენტრიდან მონასტრამდე მისვლა შესაძლებელია როგორც ავტომანქანით, ასევე ფეხით ( 20-30 წთ) 
  • დადიანების სასახლე (ამჟამად მუზეუმი) XIX ს. - მდებარეობს ზუგდიდში, ცენტრთან ახლოს. სამუზეუმო კომპლექსი შედგება სამეგრელოს დედოფლის, ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანისა და თავადი ნიკო დადიანის სასახლეებისაგან, კარის ეკლესიისა და დადიანების მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღისაგან. მუზეუმში დაცულია მსოფლიო მნიშვნელობის ექსპონატები, სხვადასხვა სიწმინდეები.
  • რუხის ციხე (XV საუკუნე) - მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფ. რუხის ტერიტორიაზე, ზუგდიდიდან 8-კმ-ის მოშორებით. მისასვლელად აუცილებელია გეზი ავიღოთ ზუგდიდიდან სოხუმის მიმართულებით. მდებარეობს გზის პირას.

https://karyaharapanmukti.desa.id/ https://desategalsari.id/ https://desatanjungmedang.id/ https://stksteakhouse.com/ https://enpa.org/ https://www.trindadedosul.rs.gov.br/ https://ayamjpterbaru.com https://cupangjp7.com https://istanapetirutara.com