მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაცია

/ შეიქმნა 2007 წ. / 

მტირალას ეროვნული პარკი  კავკასიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მცირე კავკასიონის, სახელდობრ აჭარა-იმერეთის ქედის უკიდურეს დასავლეთ ნაწილში, ქობულეთ-ჩაქვის ქედზე - შავი ზღვის სიახლოვეს მდებარეობს. მისი საერთო ფართობი 15698,8 ჰა-ს შეადგენს. მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორია ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტებს შორისაა მოქცეული. ადმინისტრაციული შენობა დაბა ჩაქვში მდებარეობს. 

მტირალას ეროვნული პარკში ფუნქციონირებს ერთ და 2-დღიანი ტურისტული მარშრუტები. ბილიკები მარკირებული და კეთილმოწყობილია. მოწყობილია საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები, გამოყოფილია ადგილები კოცონის დასანთებად, ასევე ბილიკის მე-9 კმ-ზე არის ტურისტული თავშესაფარი. ეროვნული პარკი ვიზიტორებს  სალაშქრო, საცხენოსნო, სამეცნიერო და ეკო-ტურებს სთავაზობს.

 

მისამართი: დაბა ჩაქვი, მეგენეიშვილის ქ. #13

საინფორმაციო ცენტრი: ეროვნული პარკის შესასვლელი, სოფ. ხალადან 2 კმ.

ფეისბუქის გვერდი: მტირალას ეროვნული პარკი/Mtirala National Park


დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ:

ეროვნული პარკის ადმინისტრაცია - გიორგი ქურძიე

ტელ:  577 101 824  |  ელ-ფოსტა:  mtiralapa@gmil.com

 

სერვისები

როგორ მოვხვდეთ დაცულ ტერიტორიებზე

ბილიკები

სასტუმროები

რეგიონის ღირსშესანიშნაობები

ფოტოგალერეა

გვიპოვეთ Google Maps-ზე