ყაზბეგის ეროვნული პარკის დამატებითი ღირსშესანიშნაობანი

ყაზბეგის ეროვნულ პარკში ვიზიტისას ასევე საშუალება გაქვთ მოინახულოთ:

  • გერგეთის სამება - ძეგლი მდებარეობს დაბა სტეფანწმინდიდან 6 კმ-ში და წარმოადგენს XIV საუკუნის ტაძარს. მისასვლელად აუცილებელია გეზის აღება სოფელ გერგეთისკენ, საიდანაც მაღალი გამავლობის მანქანით ან ფეხით შესაძლებელია მთის მწვერალზე ასვლა და ამ ძეგლის მონახულება.
  • გველეთის ჩანჩქერი - მდებარეობს დარიალის ხეობაში სოფელ გველეთთან 7 კმ-ში დაბა სტეფანწმინდიდან. მისასვლელად აუცილებელია დაშვება დარიალის ხეობაში, საიდანაც ვიწრო ბილიკით გზა მიდის ჩანჩქერისკენ. ბოლო 700 მეტრიანი მონაკვეთის გასავლელად აუცილებელია მანქანიდან ჩამოსვლა და ფეხით სიარული. 
  • ჯვრის უღელტეხილი - მდებარეობს კავკასიონის წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთით და „National Geographic Society“-ის მიერ მოიაზრება ევროპა აზიის საზღვრად. უღელტეხილი მდრებარეობს გუდაურიდან 5 კმ-ში და სტეფანწმინდიდან 30 კმ-ში.
  • ჯვრის უღელტეხილიდან მარცხენა მხარეზე სტეფანწმინდის მიმართულებით მდებარეობს გერმანელ ტყვე ძმათა სასაფლაო. აღსანიშნავია რომ მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდგომ საქართველოში სხვადასხვა ობიექტებზე ათი ათასობით გერმანელი ტყვე იყო იძულებით სამუშაოებში ჩაბმული და ბევრი მათგანი დაიღუპა. აღნიშნული სასაფლაო ადრევე არსებობდა თუმცა მისი შეკეთება გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით 2002 წელს მოხდა.
  • თრუსოს ხეობა - მდებარეობს მდინარე თერგის ხეობაში კავკასიონის ჩრდილოეთ კალთაზე, კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედსა და ხოხის ქედს შორის, თრუსოს ხეობიდან სოფელ კობამდე მანძილი 25 კმ-ია. სტეფანწმინდიდან სოფ. კობამდე მანძილი 20 კმ. ხეობაში გვხვდება ისტორიულ-კულტურული ძეგლები, ნასოფლარები, მინერალური წყლებიდან გამოლექილი ტრავერიტინები, მყინვარული და მდინარეული ნაფენები. გარშემო ქედებზე თანამედროვე მყინვარებია (დასავლეთი, შუა და აღმოსავლეთი სუათისი, მნა, რესი და სხვა). თრუსოს ხეობა მდიდარია ჰიდროკარბონატული მინერალური წყლებით. დიდდებიტიანი წყაროებია ქეთერისი და აბანო. ხეობაში ფრაგმენტულად გვხვდება არყის ტყეები.
  • დარიალის ხეობა - მდინარე თერგის ხეობის მონაკვეთია ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. იწყება მდინარე ჩხერის შესართავთან (დაბა სტეფანწმინა) და მთავრდება ზემო ლარსთან (სიგრძე 11 კმ). ყველაზე ვიწრო და კლდოვანია მდინარეების ყაბახისა და ხდის შესართავებს შორის მდებარე ნაწილი. დარიალის ხეობაზე გადის საქართველოს სამხედრო გზა, ასევე გვხვდება ძველი საურმე გზის ფრაგმენტებიც (მდ. დევდორაკის შესართავთან). ხეობაში სოფელ გველეთთან არის ჩანჩქერები და ორი პატარა ტბა. 
  • დარიალის ხეობაში მდინარე თერგის მარცხენა ნაპირის მაღალ კლდოვან მთაზე, რომლის ჩრდილო და აღმოსავლეთი მხარე მიუდგომელი იყო, ხოლო დასავლეთით მთის ყელი კედლებით არის გადაკეტილი, მდებარეობს ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი — დარიალის ციხე. მისასვლელად აუცილებელია წასვლა დარიალის ხეობის მიმართულებით. (დაბა სტეფანწმინდიდან 10კმ). ამჟამად მისასვლელი გზა საბაჟოს გავლითაა და საშვის გარეშე შეუძლებელია.
  • ხდის ხეობა - მდებარეობს საქართველოს ჩრდილოეთ მიჯნაზე, ლარსის საზღვართან. ამ ხეობის ყველაზე ხშირი სტუმრები მთამსვლელები არიან. მისასვლელად აუცილებელია დაშვება დარიალის ხეობაში, მარჯვნივ ახლად აშენებული დარიალის სამონასტრო კომპლექსის მხარეს მდინარე ბროლისწყალის კალაპოტს მიუყვება საფეხმავლო ბილიკი. მანძილი დაბა სტეფანწმინდიდან მონასტრამდე 11 კმ-ია, საფეხმავლო ბილიკის სიგრძეა დაახლოებით 17 კმ.
  • ართხმოს ხეობა - იწყება სოფ. ახალციხედან (სნოს ხეობა) და მიუყვება მდინარე ართხმოსწყლის კალაპოტს. აქ გვხვდება ძველი უკვე მიტოვებული სოფლები მიგუდა და ართხმო. აქ ასევე არის ჩანჩქერები. მისასვლელი სამანქანო გზა დაბა სტეფანწმინდიდან სნოს ხეობის მიმართულებით სოფ. ახალციხემდე 10 კმ. მანძილი ართხმოს ხეობამდე 8 კმ-ია (ცხენით, ფეხით, მანქანით).
  • სოფ. ჯუთა - ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტი (2 200 მ) ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. ახლომდებარე ჭაუხის მთათა სისტემა მდებარეობს ხევის კავკასიონის მთავარ ქედზე, მდ. ბაკურხევის სათავეში. მაქსიმალური სიმაღლე 3 688 მ-ია სოფელ ჯუთამდე სამანქანე გზა დაბა სტეფანწმინდადან 24 კმ, სოფ. სნო-მდე (8კმ) ასფალტირებულია, სნო-დან ჯუთამდე 16 კმ გრუნტის გზაა.

https://karyaharapanmukti.desa.id/ https://desategalsari.id/ https://desatanjungmedang.id/ https://stksteakhouse.com/ https://enpa.org/ https://www.trindadedosul.rs.gov.br/ https://ayamjpterbaru.com https://cupangjp7.com https://istanapetirutara.com