3. ვეფხვის კანიონი
/ 15 კმ, 1 დღე, საფეხმავლო და საცხენოსნო, რთული /
მარშრუტი იწყება სოფ. პატარა ხანჩალთან, აუყვება ”ვეფხვის კანიონის” აღმოსავლეთ ქედს და სრულდება პანორამულ გადასახედთან, სადაც შესაძლებელია ღამის გათევაც. დაბრუნება რეკომენდებულია კანიონის გავლით. ადგილს სახელი მის ირგვლივ არსებული ლანდშაფტის გამო დაერქვა, რომელიც ვეფხვის ზოლებს წააგავს. ბილიკი შესაძლებელია გაგრძელდეს მთის (2 980 მ სიმაღლის) მიმართულებით, სადაც თავს იყრის სამი ქვეყნის საზღვარი: საქართველო - სომხეთი - თურქეთი. მარშრუტის დაწყებამდე აუცილებელია შეთანხმება დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციასთან და საზღვრის დაცვის პოლიციასთან.