ნინოსხევის ჩანჩქერი (დიდი ჩანჩქერი)















/ 8.5კმ, 4- 6 სთ, საფეხმავლო, საშუალო სირთულის /

ტური იწყება გურგენიანის საინფორმაციო ცენტრიდან და საცალფეხო ბილიკით მიემართება მდინარე ,,ნინოს ხევის” პარალელურად. მდინარის ხმაური, პატარ-პატარა წყალვარდნილები, უზარმაზარი ლოდები, ხეობაში მოხეტიალე სასიამოვნო სიო ერთობ სახალისოს და სათავგადასავლოს გახდის თქვენს მოგზაურობას. რამდენიმე ნაბიჯი და თქვენს თვალწინ გადაიშლება ჯადოსნური სანახაობა - 40 მეტრიანი, საქართველოში ერთ-ერთი ულამაზესი ,,ნინოს ხევის“ ჩანჩქერი, რომლის ხმაურიც იპყრობს არემარეს და სადღაც უცნაურ სამყაროში, თითქოს ახალ განზომილებაში გადაყავს მნახველი. გზად გვეძლევა შესაძლებლობა შევხვდეთ იშვიათ რელიქტურ მცენარეებს, კერძოდ: ლაგოდეხის ნაღველას, ლაგოდეხის თეთრყვავილას, იულიას ფურუსულას, ჯონჯოლს, ლაფანს, წაბლს, ქართულ მუხას და სხვა.

ასევე შესაძლებელია შეხვედრა შველთან, ირემთან, გარეულ ღორსა და მტაცებელ ფრინველებთან.

ფოტო გალერეა

 რუკა

Gpx Track