ისპანი 2
მთავარი ღირსშესანიშნაობა: უძველესი სფაგნუმიანი გუმბათები, ულამაზეს, იშვიათ ფრინველებზე დაკვირვება.
მანძილი: 500 მ
ხანგრძლივობა: 1 სთ
სირთულე: მარტივი
საფეხმავლო ბილიკი დაცული ტერიტორიების შესასვლელიდან იწყება, გადასახედი კოშკისკენ მიემართება და გაივლის ე.წ. „სმეკალოვკის არხს“, სადაც იშვიათ ფრინველებზე დაკვირვებას შეძლებთ, მათ შორის, ულამაზეს ფრინველს ალკუნს და თუ ბედმა გაგიღიმათ, ჭაობის კუსაც მოჰკრავთ თვალს. ეს ტერიტორია რეპტილიების ამ საოცარი წარმომადგენლის საბინადრო ადგილია, საინტერესოა ფრინველებზე დასაკვირვებლად და ასევე მნიშვნელოვანია თავისი სიძველით და უნიკალურობით, რადგან ამ ტერიტორიებზე აღმოჩენილია ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური ნამოსახლარი.
ფოტო გალერეა
ჰიფსომეტრიული რუკა