არწივის ხეობა











/ 7–8 კმ, 1 დღე, სამანქანო - ინტეგრირებული საფეხმავლოსთან, საშუალო სირთულის /

მარშრუტი იწყება არწივის ხეობის შესასვლელთან. პირველად ვიზიტორები საინფორმაციო ცენტრში მიიღებენ საინტერესო ინფორმაციას დაცული ტერიტორიების შესახებ, აქედან ბილიკი მიემართება კირქვიანი კლდეების გასწვრივ და მიდის კლდის ძირებთან, სადაც სეზონურად შესაძლებელია იშვიათი ენდემური მცენარის - კახეთის მაჩიტას ნახვა. მნახველი განცვიფრებაში მოჰყავს კირქვიან კლდეზე ყოველგვარი ნიადაგის გარეშე ამოსულ თეთრ ყვავილს, რომელსაც სასიცოცხლოდ ასეთი მკაცრი გარემო აურჩევია. შემდეგ ბილიკი მიემართება ხეობის დასავლეთ კალთაზე არსებული გადასახედებისკენ საიდანაც ჩაკიდული კლდეების ფონზე მონავარდე ორბების თვალიერება საოცარ განცდას იწვევს მნახველში. მათ გარდა ხეობაში კიდევ 9 სახეობის მტაცაბელი ფრინველის ნახვაა შესაძლებელი. მტაცებლების გარდა არწივის ხეობაში სხვა გამორჩეული სილამაზის ფრინველებსაც შეხვდებით, მათ შორის შავ ყარყატს.

ასევე, შესაძლებელია შუა საუკუნეების ციხე-ქალაქის - ხორნაბუჯის ნანგრევების დათვალიერება. ხორნაბუჯზე მისასვლელად ტყეში გამავალ ვიწრო გზაზე უნდა გავიაროთ, რომელიც ზაფხულში ბუნებრივ გვირაბს გავს. ერთ ადგილზე “გვირაბი” მოულოდნელად ფართოვდება და ციცაბო კლდეზე შეზრდილი V საუკუნის ციხე იპყრობს ყურადღებას. შესაძლებელია ავტომობილის ციხის ქვემოთ არსებულ ვაკობზე გაჩერება. აქ იწყება საფეხმავლო მარშრუტი ციხე-სიმაგრეზე. ციხე-სიმაგრიდან ხელისგულივით მოსჩანს ალაზნის ველი და აღმოსავლეთ კავკასიონი. ციხის დაბლა მოწყობილ საპიკნიკეზე სტუმრებს შეუძლიათ ისადილონ და ავტომობილებით გაემართონ წმ. ელიას მთისკენ. მთაზე ასვლისას იწყება საფეხმავლო მარშრუტი, რომელიც კირქვიან კლდეზე, 45 მეტრის სიმაღლეზე მდებარე, კირქვითვე ნაშენი წმ. ელია თეზბიტელის ტაძრისკენ მიემართება. ტაძარი სავარაუდოდ VI საუკუნეშია აშენებული, თუმცა XX საუკუნის დასაწყისში ის დაუნგრევიათ და 2008 წელს დასრულდა მისი აღდგენა. ტაძრიდან აღმოსავლეთით მოჩანს “ქოჩების ტბა” და შირაქის ველი, ხოლო სამხრეთით – ტარიბანას ველი და კოწახურას ქედი.

ფოტო გალერეა

იფსომეტრიული რუკა

GPX-Track

https://karyaharapanmukti.desa.id/ https://desategalsari.id/ https://desatanjungmedang.id/ https://stksteakhouse.com/ https://enpa.org/ https://www.trindadedosul.rs.gov.br/ https://ayamjpterbaru.com https://cupangjp7.com https://istanapetirutara.com