სახიზნარის კლდის ბუნების ძეგლის ტურისტული ბილიკი
2018 წლის ოქტომბერში დასრულდა სახიზნარის კლდის ბუნების ძეგლის მიმდებარედ ტურისტული ბილიკის მარკირების პროექტი.
ბილიკი არის საფეხმავლო და ასევე არის წრიული, რომლის ხანგრძლივობაც 5-6 საათია, სიგრძე 10 კმ.
ბილიკი იწყება სოფ. ვარდისუბნიდან სიონის ეკლესიის გავლით სახიზნარის კლდის ბუნების ძეგლის მარჯვენა ქედის მიმართულებით, უმშვენიერესი კლდეების, მცირე უღელტეხილის და სახიზნარის ველის გავლით და შემდეგ სოფელ სიონისკენ. ბილიკის საწყისი წერტილი ზღვის დონიდან 1850 მეტრ სიმაღლეზეა, ხოლო უმაღლესი წერტილი სახიზნარის კლდის ბუნების ძეგლთან 2350 მეტრ სიმაღლეზე.
ბილიკზე გავლისას გვხვდება სიონის ეკლესია, ვარდისუბნის მშენებარე ეკლესია, სახიზნარის კლდის ბუნების ძეგლი, სოფ. სიონი, სოფ. სიონის ტყე.
პროექტის ფარგლებში მოხდა ბილიკის მარკირება, დამონტაჟდა ნიშნები და დაფები.