მაჭახელას ეროვნული პარკი
მაჭახელას ეროვნული პარკი
/შეიქმნა 2012 წელს/
მაჭახელას ეროვნული პარკი მდებარეობს კავკასიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში შემავალი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ზ.დ.-დან საშუალოდ 300-350 მ-ზე. მისი შექმნის მიზანს უნიკალური ბიოლოგიური და ლანდშაფტური ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება, კოლხური ტყეების ეკოსისტემების გრძელვადიანი დაცვა, ეკოლოგიური უსაფრთხოება და ბუნებრივ გარემოში ტურისტული და რეკრეაციული საქმიანობის განვითარება წარმოადგენს. პარკის ტერიტორიის 95% ტყით და გაუვალი ბუჩქნარითაა დაფარული, აქ ხარობს ისეთი რელიქტური და იშვიათი სახეობები, როგორიცაა კოლხური ბზა, წაბლი, კოლხური თხილი, ქართული კაკალი, უნგერნისა და სმირნოვის შქერი, უთხოვარი, თელა და სხვ. პარკში ფუნქციონირებს ორი, სამანქანოსთან ინტეგრირებული საფეხმავლო ბილიკი.
მისამართი: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფ. აჭარისაღმართი
ადმინისტრაციული და ვიზიტორთა ცენტრები განლაგებულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. აჭარისაღმართის ცენტრში.
მაჭახელას ეროვნულ პარკში აქტიური ტურისტული სეზონი გრძელდება მაისიდან-ოქტომბრამდე.
ადგილზე შეგიძლიათ იქირაოთ:
- კარავი - 10 ლარი
- საძილე ტომარა - 5 ლარი
- პარალონი - 3 ლარი
- საკარვე ადგილი - 5 ლარი
- ჰამაკი - 5 ლარი
- ჭოგრიტი - 10 ლარი
- საპიკნიკე მაგიდა 10 კაციანი - 15 ლარი; სტუდენტი და მოსწავლე - 10 ლარი
გაფრთხილება
სასაზღვრო ზონაში მოგზაურობის შემთხვევაში, აუცილებელია სპეციალური გადაადგილების საშვის მიღება შემდეგ ლოკაციაზე:
ქოქოლეთის ბილიკი
საშვის მიღება შესაძლებელია ონლაინ ფორმის შევსების მეშვეობით.
შენიშვნა: ქოქოლეთის ბილიკზე ტურის დაწყებამდე აუცილებელია 10 სამუშაო დღით ადრე შეთანხმება მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაციასთან - საშვის მიღებისთვის, რადგანაც ეს არის სასაზღვრო ზოლი.
ფეისბუქის გვერდი: მაჭახელას ეროვნული პარკი/National Park of Machakhela
დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ:
ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტი - დინა მახარაძე
ტელ: +995 595 08 60 75 | ელ.ფოსტა: Didari.Makharadze@apa.gov.ge
სამუშაო საათები:
09:00-18:00 ორშაბათი-პარასკევი