ოკაცეს ჩანჩქერი
ოკაცეს ჩანჩქერი
ოკაცეს ჩანჩქერი საქართველოს დაცული ტერიტორიების გამორჩეული ბუნების ძეგლია და საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი ჩანჩქერია, რომელიც ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ კინჩხაში მდებარეობს.
ოკაცეს ჩანჩქერი სამ საფეხურად გადმომავალი ჩანჩქერების კასკადია. პირველი ჩანჩქერის სიმაღლე დაახლოებით 25 მ-ია, ხოლო მეორე ჩანჩქერის სიმაღლე 70 მ-მდე აღწევს. ნაკადის მდ. საწისქვილოსთან შეერთების შემდეგ, 20 მეტრში წარმოიქმნება კასკადის მესამე, დაახლოებით 35 მ სიმაღლის საფეხური.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ოკაცეს ჩანჩქერი საქართველოს ყველაზე პოპულარული დაცული ტერიტორიებიდან - პრომეთეს მღვიმედან 50, ხოლო მარტვილის კანიონიდან 32 კილომეტრში მდებარეობს.
მდებარეობა: ხონის მუნიციპალიტეტი, სოფ. კინჩხა, 843 მეტრი ზღვის დონიდან.
კოორდინატები: N42 29.738 E42 33.032
მისასვლელი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქ. ხონი. თბილისიდან ხონი დაშორებულია 260 კმ-ით; ხანგრძლივობა - 3 სთ და 30 წთ;
ქ. ხონი - სოფ. კინჩხა - 26 კმ; ხანგრძლივობა - 40 წთ;
სოფ. გორდი, ოკაცეს კანიონის ბუნების ძეგლის ვიზიტორთა ცენტრი - სოფ. კინჩხა - 5 კმ; ხანგრძლივობა - 15 წთ;
სოფ. კინჩხა - ოკაცეს (კინჩხას) ჩანჩქერის ბუნების ძეგლი - 2,1 კმ; ხანგრძლივობა - 25 წთ (საფეხმავლო მარკირებული ბილიკი);
ღამის გათევა შესაძლებელია კინჩხასა და გორდში არსებულ საოჯახო სასტუმროებში.
მომსახურების სახეები და ღირებულება
- ბილეთი 6 წლამდე ბავშვებისთვის - უფასო;
- ბილეთი არასწრულწლოვანებისთვის (6 წლიდან 18 წლამდე) - 5.5 ლარი;
- ბილეთი, საქართველოს მოქალაქეებისთვის და რეზიდენტი პირებისთვის გარდა არასრულწლოვანების - 12 ლარი.
საჭიროა პირადობის მოწმობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა! - სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის, გარდა არასწრულწლოვანებისთვის - 20 ლარი;
- მოსწავლეთა და სტუდენტთა ჯგუფის ვიზიტის დროს, ერთი სკოლის, კოლეჯის ან სასწავლო უნივერსიტეტის პედაგოგი - უფასო;
- ტურისტული სააგენტოს გიდები (ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში) - უფასო;
სამუშაო საათები: 10:00-დან 00:00 საათამდე.
სამუშაო დღეები: ყოველდღე
დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ:
ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტი - ხათუნა გელენიძე
ტელ: 591 54 15 22 | ელ.ფოსტა: samegrelo.okatse@gmail.com