ნაზოდელავოს მღვიმის ბუნების ძეგლი

ღირშესანიშნაობა: ბუნების ძეგლი საქართველოში თავისი პარამეტრებით ერთ-ერთი გამორჩეული, მეოტურ კონგლომერატებში გამომუშავებული უდიდესი კლასტოკარსტული და ფსედოკარსტული 600 მ სიგრძის მღვიმეა.
მღვიმე იხსნება შესასვლელი დარბაზით, რომელიც წარმოადგენს სუბჰორიზონტული განტოტვილი ტალანის (გვირაბის) ბოლო ნაწილს. მთავარი ტალანის ფსკერში ჩაჭრილი ეროზიული კანიონით მოზრდილი ცივი მიწისქვეშა მდინარე გაედინება. კანიონის სიღრმე ზოგან 7-8 მეტრს აღწევს. მთავარ ტალანს გამოეყოფა ორი შტო, რომლებიც მასთან შედარებით უფრო ვიწრო და მოკლეა. ერთ-ერთი ტალანი გამჭოლია და ზემო ბოლოთი სამზეოზე გადის. მღვიმესა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ზაფხულობით გვხვდება ხელფრთიანები.

მდებარეობა: ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი, სოფ.  ახუთის(ლემამფორე) მიდამოები, მდ. ზანას ხეობა, 290 მეტრი ზღვის დონიდან.

კოორდინატები: N42 30.365 E42 13.272

მისასვლელი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია დ. ჩხოროწყუ. თბილისიდან ჩხოროწყუ დაშორებულია 334 კმ-ით; ხანგრძლივობა - 4 სთ და 30 წთ;
დ. ჩხოროწუ - სოფ. ახუთი - 12.5 კმ,  ხანგრძლივობა - 30 წთ;
სოფ. ახუთი - ნაზოდელავოს მღვიმის ბუნების ძეგლი  - 6,8 კმ; ხანგრძლივობა - 30 წთ;   

ღამისთევა:  ღამის გასათევად ოპტიმალური ვარიანტია დაბა ჩხოროწყუში დარჩენა, სადაც შესაძლებელია სასტუმროში გაჩერება.

საკონტაქტო ინფორმაცია: დაცული ტერიტორიების სააგენტო
ტელ: 599 37 24 11
ელ-ფოსტაinfo@apa.gov.ge

ფოტოგალერეა

 

https://karyaharapanmukti.desa.id/ https://desategalsari.id/ https://desatanjungmedang.id/ https://stksteakhouse.com/ https://enpa.org/ https://www.trindadedosul.rs.gov.br/ https://ayamjpterbaru.com https://cupangjp7.com https://istanapetirutara.com