ქეთერისის მინერალური ვოკლუზის ბუნების ძეგლი

ღირშესანიშნაობა: კავკასიონის მთავარი ქედის ძირში, ლავური ლოდნარის ქვეშ, ზედაიურული კარბონატული ფლიშიდან გამოედინება მძლავრი წყაროების ჯგუფი, რომელსაც მკვლევარებმა „ნარზან-ვოკლუზი“ უწოდეს. წყარო დღე-ღამეში იძლევა 25-30 მილიონ ლიტრ ჰიდროკარბონატულ-კალციუმიან წყალს, რაც შეესაბამება 300-350 ლ/წმ. მისგან სათავეს იღებს მდინარე, რომელიც გაედინება სოფელ ქეთერისზე, სადაც მინერალურ წყალზე წისქვილების კასკადია გამართული.

მდებარეობა: ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, თრუსოს ხეობა, მდ. თერგის მარჯვენა ნაპირი, სოფ. ქეთერისის მიდამოები,  2168 მეტრი ზღვის დონიდან.

კოორდინატები: N42 35.672 E44 23.739

მისასვლელი გზა: უახლოესი დასახლებული პუნქტებია სოფ. ქეთერისი (სადაც მოსახლეობა სეზონურად ცხოვრობს), შედარებით მოშორებულია სოფ. კობი, რომელიც ქ. თბილისიდან დაშორებულია 136 კმ-ით; ხანგრძლივობა - 2 სთ და 10 წთ; 
სოფ. კობი - სოფ. ქეთერისი - 15,8 კმ გრუნტის გზა. ხანგრძლივობა - 1 სთ და 10 წთ; სოფ. ქეთერისი - ქეთერისის მინერალური ვოკლუზის ბუნების ძეგლი - 0,5 კმ; ხანგრძლივობა - 10 წთ (საფეხმავლო);
დაბა სტეფანწმინდა - ქეთერისის მინერალური ვოკლუზის ბუნების ძეგლი  - 33 კმ. ხანგრძლივობა - 1 სთ და 40 წთ;

ღამისთევა: ღამის გასათევად ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია დაბა სტეფანწმინდაში ან დაბა გუდაურში დარჩენა, სადაც შესაძლებელია სასტუმროში გაჩერება.

საკონტაქტო ინფორმაცია: ყაზბეგის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია
ტელ: 577 96 11 88
ელ-ფოსტაinfo@apa.gov.ge/otsamalaidze@apa.gov.ge

ფოტოგალერეა

Slot Dana Slot Luar Negeri Slot Maxwin Slot Thailand Slot Thailand Slot777 Slot777 AyamJP Login Resmi AYAMJP Robopragma Robopragma Robopragma Robopragma CUPANGJP CUPANGJP https://thailand.undar.ac.id/ https://slot777.simak.undar.ac.id/ https://undar.ac.id/thailand/ Slot777