საწურბლიას მღვიმის ბუნების ძეგლი

ღირშესანიშნაობა: ბუნების ძეგლი წარმოადგენს ბარემულ კირქვებში გამომუშავებულ სტალაქტიტებით, სტალაგმიტებით, ტრავერტინებითა და დიდი ზომის გურებით მდიდარ მდ. სემის მარცხენა სანაპიროზე მდებარე მღვიმეს. მღვიმის შესასვლელი იხსნება ასიმეტრიული ძაბრის ფსკერზე. შესასვლელის სიგანე 6 მეტრია, პირველ 80 მ სიგრძეზე, ფსკერი დახრილია 12-150 - ით. ბოლომდე ინვითარებს 1 - 1,5 მ სიღრმის საფეხურებს. შესასვლელიდან 125 მეტრში 5 მეტრიიანი ფლატეა, რომელსაც ებმის დიდი ზომის დარბაზი (30X25). შუასაუკუნეებში მღვიმეს იყენებდნენ თავშესაფრად.

მდებარეობა: წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფ. ყუმისთავის მიდამოები, მდ. სემის მარცხენა ნაპირი, 287 მეტრი ზღვის დონიდან.

კოორდინატები: N42 23.283 E42 36.376

მისასვლელი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქ. წყალტუბო. თბილისიდან წყალტუბო დაშორებულია 257 კმ-ით; ხანგრძლივობა - 3 სთ და 30 წთ;
ქ. წყალტუბო - სოფ. ყუმისთავი  -7,5 კმ; ხანგრძლივობა - 10 წთ;
სოფ. ყუმისთავი - საწურბლიას მღვიმის ბუნების ძეგლი -  1,2 კმ, ხანგრძლივობა - 10 წთ.

ღამისთევა: ღამის გასათევად ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია ქ. წყალტუბოში ან ქ. ქუთაისში დარჩენა, სადაც შესაძლებელია  სასტუმროში გაჩერება.

საკონტაქტო ინფორმაცია: იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია

ჯუმბერ ლელაძე - 577 977272  

ელ-ფოსტა: info@apa.gov.ge 

ფოტოგალერეა

https://karyaharapanmukti.desa.id/ https://desategalsari.id/ https://desatanjungmedang.id/ https://stksteakhouse.com/ https://enpa.org/ https://www.trindadedosul.rs.gov.br/ https://ayamjpterbaru.com https://cupangjp7.com https://istanapetirutara.com