ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია

/ შეიქმნა 2011 წ. /

ჯავახეთის  დაცული ტერტორიები 2011 წელს შეიქმნა მოიცავს ჯავახეთის ეროვნულ პარკს, ბუღდაშენის, ხანჩალის, მადათაფას, სულდას და კარწახის აღკვეთილებს. იგი მდებარეობს ჯავახეთის პლატოზე, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ახალქალაქისა და ნინოწმინდას მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე და მისი ფართობი 19309.4 ჰა-ს შეადგენს. ჯავახეთის პლატოზე ბევრი ტბაა, მათ შორის საქართველოს ყველაზე დიდია ფარავნის ტბა. ჯავახეთის უმაღლესი წერტილია მთა დიდი აბული, რომლის სიმაღლე ზღ. დ-დან 3301  მ-ია. ჯავახეთის ზეგანი საქართველოს დასახლებათა შორის ყველაზე ცივი ადგილია.  აქაურობისათვის დამახასიათებელია მშრალი კონტინენტური ჰავა,ნსაშუალო წლიური ტემპერატურა კი საკმაოდ დაბალია. ზამთრობით ჯავახეთის ტბები ხანგრძლივი დროით იყინება.

ჯავახეთი უტყეო მხარეა. აქ  ხელოვნურად გაშენებული ფიჭვის კორომები და ბუნებრივი ტყის მცირე ფრაგმენტები გვხვდება. ყველაზე მნიშვნელოვანი ბუნებრივი სუბალპური ტყე, სადაც თეთრი არყი, კავკასიური ცირცელი, ჩიტაკომშა და ასკილისა და ჟოლოს ბუჩქნარისგან შედგება, საქართველო-თურქეთის საზღვარზე მდებარე კარწახის ტბის მიდამოებშია. 


მისამართი: ქ. ახალქალაქი, ნინოწმინდა-კარწახის გზაჯვარედინი

ფეისბუქის გვერდი: ჯავახეთის დაცული ტერიტორიები/Javakheti Protected Areas


დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ:

ვიზიტორთა მომსახურეობის სპეციალისტი - ანჟელიკა ირითიანი

ტელ: 568 87 97 77  | ელ-ფოსტა: angelikair.488@gmail.com

 


თეთრობის აღკვეთილი

თეთრობის აღკვეთილი, რომელიც სამხრეთ საქართველოში მცირე კავკასიონზე მდებარეობს, დაარსდა 1995 წელს ჯავახეთის ზეგანზე არსებული ტყის მასივებისა და ლოკალური ენდემების დაცვის მიზნით. მდებარეობს ზღვის დონიდან 2 605 მეტრ სიმაღლეზე.  მისი ფართობი 3 089 ჰა-ს შეადგენს. 

 

თეთრობის აღკვეთილს მართავს ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია და ვიზიტორთა ცენტრიდან, რომელიც ქ. ახალქალაქში, ნინოწმინდა-კარწახის გზაჯვარედინზე მდებარეობს, 25-30 კმ-ით არის დაშორებული.

 

ფლორა

თეთრობის აღკვეთილს მეცნიერები `ენდემთა ბუდესაც” ეძახიან, რადგან თეთრობის ხეობაში, არცთუ დიდ მონაკვეთზე იზრდება ისეთი ვიწრო ენდემური სახეობები, როგორიცაა: კეცხოველის ფამფაზრულა, ჯავახური ფამფარულა, კოზლოვსკის კრაზანა, თეთრობის კრაზანა, ყირიმის ასფოდელი,  მინდვრის ყვითელი ზამბახი (ვინოგრადოვის ზამბახი), ცრუაღმოსავლური ყაყაჩო,   ერდელის ბუჩქისძირა,  კოზლოვსკის ფამფარულა, მასაგეტოვის თავყვითელა,  ანხონიუმი,   ჯავახეთის ხმალა.

 

ოდესღაც ტყიან ჯავახეთის ზეგანზე ამჟამად ტყე მხოლოდ ალაგ-ალაგაა შემორჩნელი. ერთ-ერთი ასეთი ტყე თეთრობის ფიჭვნარია. კლდოვან და თხელ ნიადაგებზე გამეჩხერებულ ფიჭვის კორომებში ბუჩქოვან იარუსს დაბალი გართხმული ღვია ქმნის. იქ, სადაც ფიჭვნარი შედარებით შეკრულია, მასში მუხა, ცირცელი და ასკილი გამოერევა.

 

 

სერვისები

როგორ მოვხვდეთ დაცულ ტერიტორიებზე

ბილიკები

სასტუმროები

რეგიონის ღირსშესანიშნაობები

ფოტოგალერეა

გვიპოვეთ Google Maps-ზე




https://karyaharapanmukti.desa.id/ https://desategalsari.id/ https://desatanjungmedang.id/ https://stksteakhouse.com/ https://enpa.org/ https://www.trindadedosul.rs.gov.br/ https://ayamjpterbaru.com https://cupangjp7.com https://istanapetirutara.com