კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია

/ შეიქმნა 1998 წ. /

 

კოლხეთის ეროვნული პარკი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში. იგი მოიცავს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპირო ზოლსა და პალიასტომის ტბის აუზს. ეროვნული პარკი კოლხეთის საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ეკოსისტემების დაცვისა და შენარჩუნების მიზნითაა შექმნილი.

ეროვნული პარკის უბნები ხუთი ადმინისტრაციული რაიონის - ზუგდიდის, ხობის, სენაკის, აბაშისა და ლანჩხუთის ტერიტორიაზეა განლაგებული და საქართველოს ორი ისტორიული მხარის, სამეგრელოსა და გურიის ნაწილია.

კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია ტურისტებს  პალიასტომის ტბასა და მდ. ფიჩორის ხეობაში სანაოსნო ტურებს, ასევე სპორტულ თევზჭერას, ფრინველებზე დაკვირვებას (ბერდვოჩინგს) და ეკო-საგანმანათლებლო ტურებს სთავაზობს. 

 

მისამართი: ქ. ფოთი, გურიის ქ. N222

ფეისბუქის გვერდი: კოლხეთის ეროვნული პარკი/Kolkheti National Park


დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ:

ადმისტრაციის უფროსი - დავით გრიგოლია

ტელ: 595 05 14 95  |

ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტი -  ნინო გუჯაბიძე

ტელ: 597 95 45 54  |   ელ-ფოსტა: nina_gujabidze@yahoo.com


 

 

კაცობურის აღკვეთილი

კაცობურის აღკვეთილს დაცული ტერიტორიების IV კატეგორიის ანუ აღკვეთილის სტატუსი 1996 წელს მიენიჭა. კაცობურის აღკვეთილის დაარსების მიზანია კოლხური ტყეების დაცვა,  აღდგენა და  შენარჩუნება. კაცობურის აღკვეთილი იმართება კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის მიერ. 

აღკვეთილის საერთო ფართობი 271 ჰექტარს შეადგენს. მდებარეობს აბაშის მუნიციპალიტეტში, სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მდ. რიონის მარცხენა სანაპიროზე.

აღკვეთილის ტერიტორია ძირითადად ვაკეა. მისი მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 40 მეტრს არ აღემატება. აღკვეთილის ჰიდროგრაფიული ქსელის მნიშვნელოვანი ნაწილია გრუნტის წყლები, რომელთა დონე ზოგ ადგილას მიწის ზედაპირს უახლოვდება და ჭაობებს წარმოქმნის.

წარსულში აქ გავრცელებული ნამდვილი კოლხური ტყეები ძლიერ არის სახეშეცვლილი და ამჟამად პატარა ფრაგმენტების სახითაა წარმოდგენილი. აქ იზრდება გლობალური “წითელი ნუსხის’ სახეობები: ლაფანი (Pterocarya fraxinifolia), ლეღვი (Ficus  carica), მრავლადაა  მურყანი (Alnus glutinosa subsp. barbata).

კაცობურის აღკვეთილში აღრიცხულია მობუდარი ფრინველის 27 სახეობა, მათ შორის: დიდი ჭრელი კოდალა, თოხიტარა, ჩიტბატონა, ალკუნი, წრიპა, მოლაღური და სხვა.

ძუძუმწოვრებიდან აქ გვხვდება გარეული ღორი, კურდღელი, ტურა, მაჩვი, გარეული კატა, წავი, შველი. 

 

 

სერვისები

როგორ მოვხვდეთ დაცულ ტერიტორიებზე

ბილიკები

სასტუმროები

რეგიონის ღირსშესანიშნაობები

ფოტოგალერეა

გვიპოვეთ Google Maps-ზე


 

https://karyaharapanmukti.desa.id/ https://desategalsari.id/ https://desatanjungmedang.id/ https://stksteakhouse.com/ https://enpa.org/ https://www.trindadedosul.rs.gov.br/ https://ayamjpterbaru.com https://cupangjp7.com https://istanapetirutara.com