ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მიმდებარედ არსებული ღირსშესანიშნაობანი

რეგიონში ვიზიტისას შესაძლებელია მნიშვნელოვანი ისტორიულ-კულტურული ძეგლების მონახულება:

  • სოფ. ლელიანის წმინდა თევდორეს ეკლესია - მდებარეობს ქ. ლაგოდეხიდან 26 კმ-ში. XI-XII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია. თავდაპირველად რიყის ქვით ნაშენი სამეკლესიანი ბაზილიკა ყოფილა.გარშემოსავლელი დასავლეთის მხრიდან ჰქონდა. მრავალჯერ გადაუკეთებიათ აფსიდით დასრულებული სამხრეთი ნავი ცენტრალურს მთელ სიგრძეზე გასდევს. XVI-XVII საუკუნეებში საფუძვლიანი გადაკეთების დროს მას შუა თაღის ადგილას კარვისებური სახურავით დასრულებული აგურის რვამალიანი სამრეკლო დააშენეს, რამაც დაარღვია ნაგებობის თავდაპირველი გეგმა. ჩრდილო ნავი უფრო მოკლეა და დაკავშირებულია შუა ნავთან. ეკლესიას შესასვლელი დასავლეთის მხრიდან აქვს. მისასვლელად საჭიროა გეზის აღება სოფ. ლელიანის მიმრთულებით.

  • ბოდბის წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტერი - ქ. ლგოდეხიდან 47 კმ-ში. აქ აღესრულა და აქვეა დაკრძალული ქართველთა განმანათლებელი და ქრისტიანობის გამავრცელებელი წმიდა ნინო. ტაძარი აგებულია IV -ის 30-იან წლებში. წმიდანის საფლავზე დიდებული ეკლესია პირველმა ქრისტიანმა მეფემ მირიანმა ააგო და გაამშვენა. მას შემდეგ ტაძარზე მუდამ ზრუნავდნენ ქართველი მეფეები და დიდებულები: ვახტანგ გორგასალმა V საუკუნეში გააფართოვა და მოკაზმა ეკლესია; IX საუკუნეში მას დღევანდელი, სამნავიანი ეკლესიის სახე მიეცა; XII საუკუნეშე დავით აღმაშენებლის ძემ დემეტრე I-მა კვლავ განაახლა მოციქულთა სწორის განსასვენებელი; XVII საუკუნეში შაჰ-აბასის მიერ დარბეული მონასტერი თეიმურაზ I-მა აღადგინა.მისასვლელად საწიროა გეზის აღება ქ. სიღნაღისაკენ.

  • ქალაქი სიღნაღი (სიყვარულის ქალაქი) - მდებარებს ქ. ლაგოდეხიდან 46 კმ-ში. ქალაქი სიღნაღი კახეთის ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია. იგი მდებარეობს მაღალი მთის კონცხზე, საიდანაც გადაჰყურებს ალაზნის ველს. ახალ ქალაქში ძველი ქალაქის ფრაგმენტებია ჩაქსოვილი. მისასვლელად საჭიროა გეზის აღება ქ. წნორის მიმართულებით.

  • გრემის “მთავარანგელოზი” ანუ მთავარანგელოზთა სახელობის მონასტერი - მდებარეობს ყვარლის რაიონის სოფ. გრემის აღმოსავლეთით ციტადელში, მაღალ გორაკზე. ტაძარი აგებულია 1565 წელს, კახთა მეფის, ლევანის მიერ. ეკლესიის მოხატვა დაუსრულებიათ 1577 წელს. მისასვლელად საჭიროა გეზის აღება ქ. თელავისაკენ ქ. ლაგოდეხიდან 58 კმ.

  • ნეკრესი – ისტორიული ქალაქი კახეთში ქ. ლაგოდეხიდან 51 კმ-ში.ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი ქართული ხუროთმოძღვრების რამდენიმე ძეგლს აერთიანებს, რომელთაგან IV საუკუნის II ნახევრის მცირე ზომის ბაზილიკა ერთ-ერთი უძველესია საქართველოში დღემდე მოღწეული ეკლესიათაგან. დიდი სამეკლესიიანი ბაზილიკა VII საუკუნის დასაწყისს განეკუთვნება. VIII-IX საუკუნების გუმბათოვანი ეკლესია გეგმის თავისებურებით გამოირჩევა. ეპისკოპოსის ორსართულიანი სასახლისათვის (VIII-IX სს, ახლა ნანგრევებია) XVI საუკუნეში კოშკი მიუშენებიათ. მონასტრის ტერიტორიაზე არის საცხოვრებელ და სამეურნეო შენობათა ნაშთები, მცირე სამლოცველოები და სხვა. მისასვლელად საჭიროა გეზის აღება ქ. ყვარელის მიმართულებით.

  • ალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი - მუზეუმი განთავსებულია ცნობილი ქართველი პოეტის-ალექსანდრე ჭავჭავაძის სასახლეში (აგებულია 1886 წელს არქიტექტორ ა. ოზეროვის მიერ სოფ. წინანდალში), სადაც თავმოყრილია როგორც მისიცხოვრება-შემოქმედების, ასევე თანადროული ეპოქის მასალები - ეპისტოლარული და იკონოგრაფიული არქივი მისასვლელად საჭიროა გეზის არება ქ. გურჯაანის და სემდგომ ქ,. თელავის მიმართულებით. ქ. ლაგოდეხიდან 77 კმ.

  • ალავერდის კათედრალური ტაძარი (XI საუკუნე) - მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტში სოფელ ალავერდში, მანძილი ქ. ლაგოდეხიდან 93 კმ.

  • იყალთოს აკადემია (XII საუკუნე) - მდებარეობს თელავის მუნიციპალიტეტში სოფელ იყალთოსთან 1.5 კმ-ში. მანძილი ქ. ლაგოდეხიდან 87კმ.



https://karyaharapanmukti.desa.id/ https://desategalsari.id/ https://desatanjungmedang.id/ https://stksteakhouse.com/ https://enpa.org/ https://www.trindadedosul.rs.gov.br/ https://ayamjpterbaru.com https://cupangjp7.com https://istanapetirutara.com