ქობულეთის დაცული ტერიტორიების დამატებითი ღირსშესანიშნაობები

პეტრას ციხე - მდებარეობს სოფ. ციხისძირში. ბათუმისა და ქობულეთის გზატკეცილზე, მანძილი ქობულეთიდან 5 კმ. პეტრას ციხე ადრეული ფეოდალური ხანის ძეგლია. ქაჯეთის ციხესაც უწოდებენ. ძეგლი ლაზიკის ეპარქიაში შემავალ ერთ-ერთი საეპისკოპოსო ცენტრს წარმოადგენდა. 1878წ. რუსეთ-თურქეთის ომის დროს პეტრას ციხემ გადამწყვეტი როლი ითამაშა ოსმალების განდევნის საქმეში.

იხილეთ ფოტოალბომი

თეთროსნის ეკლესია - მდებარეობს ქ. ქობულეთიდან 5 კმ დაშორებით, სოფ. ხუცუბნის ტერიტორიაზე. გადაადგილება შესაძლებელია ნებისმიერი ტრანსპორტით. ისტორიული ცნობებით აქ გადიოდა ხინო-ქობულეთის საქარავნო გზა და იგი უკავშირდებობა საქართველოდან ბიზანტიისაკენ მიმავალ მთავარ მაგისტრალს.

იხილეთ ფოტოალბომი

ქობულეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი - ქობულეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში 4 500-ზე მეტი სამუზეუმო ექსპონატია დაცული,რომლებიც წარმოადგენენ არქეოლოგიურ, ისტორიულ, ეთნოგრაფიულთუ ბუნების წიაღში ნამარხ ნიმუშებს. მუზეუმში არქეოლოგიური განყოფილება წარმოდგენილია სოფელ ქობულეთსა და ხუცუბანში პირველყოფილი ადამიანის ნამოსახლარებზე აღმოჩენილი 9 000 წლის წინანდელი შრომითი და ყოფითი ნივთების ექსპონირებით, ექსპოზიციაში ქვის ხანას ბრინჯაოს პერიოდი მოყვება, სადაც წარმოდგენილია როგორც ადრე ბრინჯაოს, ისე ბრინჯაო-რკინის ხანის მასალები: სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ჭურჭლის ფრაგმენტები საკულტო-რელიგიური ნიშნებით, კოლხური ცული, ქვის საწაფები და სხვა, ხოლო ანტიკური პერიოდი წარმოდგენილია ფიჭვნარის ძვ.წ. V-IV სს-ის კოლხური დაელინური სამაროვნებით, სხვადასხვა დანიშნულების თიხის ნაკეთობებით, სამკაულებით, რომაული და ანტიკური ამფორებით, აქვეა დაცული ვერცხლის ფული, კოლხური თეთრები და ცნობილი სინოპი. მუზეუმში დაცულია XVIII-XIX სს-ში ე.წ. დედაბრული ხელით გადაწერილი შელოცვების წიგნი, ასევეისპანის ტორფნარში ნამარხი რელიქტური ტყის ნარჩენები, რომლებიც წარმოდგენილია მოქანდაკე ვაჟა ვერულიძის მიერ აღმოჩენილი თვითმყოფადი რკინის, ასევე შავი, წითელი და ყავისფერი ხის ქანდაკებების სახით.

იხილეთ ფოტოალბომი

თაღოვანი ხიდები - მდინარე კინტრიშის ხეობაში შემორჩენილია თაღოვანი ხიდები. შუა საუკუნეების ხიდებია კობალაურსა და ვარჯანაულში, ხოლო სოფელ ქობულეთის XIX საუკუნის ხიდი ამჟამადაც ფუნქციურად დატვირთულია. ქობულეთიდან თაღოვან ხიდებამდე მანძილი 15-20 კილომეტრია.

იხილეთ ფოტოალბომი

https://karyaharapanmukti.desa.id/ https://desategalsari.id/ https://desatanjungmedang.id/ https://stksteakhouse.com/ https://enpa.org/ https://www.trindadedosul.rs.gov.br/ https://ayamjpterbaru.com https://cupangjp7.com https://istanapetirutara.com