რაჭის ეროვნული პარკისთვის (NP), კვერეთის აღკვეთილისთვის (MR) და ტანის აღკვეთილისთვის (MR) საბაზისო კვლევებისა და მართვის გეგმების შემუშავების საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა

პროექტის - "ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება საქართველოში" ფარგლებში, გამოცხადდა ტენდერი რაჭის ეროვნული პარკის, კვერეთის აღკვეთილისა და ტანას აღკვეთილისთვის საბაზისო კვლევებისა და მართვის გეგმების შემუშავების საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვისთვის.

დაინტერესებულ კონსულტანტებს შეუძლიათ წარადგინონ საჭირო კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები აღნიშნული მომსახურების შესრულებისთვის.

წინასწარი კვალიფიკაციის დოკუმენტი ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე:
https://jobs.ge/ge/ads/?view=jobs&id=694426

აპლიკაციების წარმოდგენის ბოლო ვადა არის 2026 წლის 5 თებერვალი.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს