აჯამეთის აღკვეთილის ბიომრავალფეროვნება

  

ფლორა

აჯამეთის აღკვეთილის ფართობის 4738 ჰა ტყით არის დაფარული. აღკვეთილის ტერიტორიაზე პირვანდელი სახით არის შენარჩუნებული იმერული მუხისა და ძელქვის ძველი კორომები. აჯამეთის ტყეში ხშირად გვხვდება 100-წლიანი მუხები, ზოგიერთი ხის ასაკი 250 წელსაც კი აღემატება. ტყის ფართობის 4723 ჰა მუხნარს უკავია, 93 ჰა რცხილნარს, ხოლო 23 ჰა ჯაგრცხილას.

აჯამეთის აღკვეთილში დენდროფლორა 60 სახეობითაა წარმოდგენილი, ხოლო თხელი საფარის ქვეტყე: შქერით, ზღმარტლით, ასკილითა და კუნელით.

საქართველოს "წითელი ნუსხის“ სახეობებიდან აღკვეთილის ერთ-ერთი მთავარი ღირსება მესამეული პერიოდის იშვიათი რელიქტებია - იმერული მუხა (Quercus imeretina) და ძელქვა (Zelcova carpinifolia). ასევე გვხვდება "წითელი ნუსხის“ სხვა სახეობები: პასტუხოვის სურო, დათვისთხილა, თელა, თელამუში, ლაფანი, კაკალი და სხვა. 


ფაუნა

აჯამეთის ნაკრძალში ძუძუმწოვრებიდან გავრცელებულია: კურდღელი, მელა, ტურა, ციყვი, დედოფალა, ძილგუდა და მაჩვი. ნაკრძალის მკვიდრი ყველაზე დიდი ცხოველი შველია.

აღკვეთილში ფრინველთა 60-ზე მეტი სახეობაა აღრიცხული. აქედან მუხნარში მობუდარი მხოლოდ ოცდაერთი სახეობაა, დანარჩენი ფრინველები გადაფრენის პერიოდში  ან გამოზამთრებისას ჩნდება.

ამფიბიებიდან აღკვეთილში წარმოდგენილია: ტრიტონის ერთი სახეობა, ტბის ბაყაყი, ჩვეულებრივი და მწვანე გომბეშოები.

რეპტილიებიდან -  ჩვეულებრივი და წყლის ანკარა.

საქართველოს “წითელი ნუსხის” სახეობები

აღკვეთილში იშვიათი და გადაშნების პირას მყოფი ცხოველებია გავრცელებული: მცირე მეღამურა, კავკასიური ციყვი, ძილგუდა, ღნავი (ტყის ძილგუდა) და კავკასიური წავი.

ენდემური სახეობები

აჯამეთის დაცულ ტერიტორიებზე 16 ენდემური სახის წვრილი ძუძუმწოვარია გავრცელებული: აღმოსავლეთ ევროპული ზღარბი (Erinaceus concolor), კავკასიური თხუნელა  (Talpa caucasica), გრძელკუდა კბილთეთრა (Crocidura gueldenstaedtii),  მეჰელის ცხვირნალა (Rhinolophus mehelyi),   ჩვეულებრივი ფრთაგრძელი (Miniopterus schreibersii), ევროპული კურდღელი ( Lepus europaeus), ჩვეულებრივი ციყვი (Sciurus vulgaris) და სხვ.

https://karyaharapanmukti.desa.id/ https://desategalsari.id/ https://desatanjungmedang.id/ https://stksteakhouse.com/ https://enpa.org/ https://www.trindadedosul.rs.gov.br/ https://ayamjpterbaru.com https://cupangjp7.com https://istanapetirutara.com