კოლხეთის ეროვნული პარკი

 

 

მომსახურებები:

კოლხეთის ეროვნული პარკი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში და მოიცავს სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის რეგიონებს. პარკში განსაკუთრებულად საინტერესოა პალიასტომის ტბა, შავი ზღვის აკვატორია, უნიკალური ჭაობები და კოლხური ტყე.

ვიზიტორთა ცენტრი:  ქ. ფოთი, მალთაყვის უბანი, გურიის ქ. N 222

კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია ვიზიტორებს სთავაზობს სანაოსნო ტურებს 2 ლოკაციაზე - ფოთისა და ზუგდიდის მიმდებარედ. აღნიშნული მარშრუტებია: ფოთის მიმდებარედ - პალიასტომის ტბა (მოკლე ტური), პალიასტომი-ფიჩორი (სტანდარტული ტური), პალიასტომი-ფიჩორი-პატარა პალიასტომი (სრული ტური); ზუგდიდიდან 50 კმ - მდ. ჭურიის ხეობა.

ასევე შესაძლებელია ფრინველებზე დაკვირვებისა (ბერდვოჩინგი) და ეკო-საგანმანათლებლო ტურების ორგანიზება. დაშვებულია სპორტული თევზჭერა.

 

ტურები ხორციელდება მთელი წლის განმავლობაში, წინასწარი ჯავშნის საფუძველზე.

  • ფრინველებზე დაკვირვებისათვის საუკეთესო პერიოდია  ადრეული გაზაფხული და შემოდგომა.

შენიშვნა: ვიზიტორთა უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, უამინდობის დროს ტურები არ ხორციელდება

 

განთავსება

  • ღამისთევა ვიზიტორთა ცენტრის სასტუმრო ნომრებსა და ეზოში არსებულ კოტეჯებში.
  • ღამისთევა მდ. ფიჩორის ხეობაში არსებულ კოტეჯში - 120 ლარ - 1 დღე

(აღნიშნული მომსახურება დროებით არ არის ხელმისაწვდომი).

 

დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ:

ვიზიტორთა მომსახურების უფროსი სპეციალისტი:

ტელ: (+995) 591 96 87 85  |   ელ. ფოსტა: Nina_gujabidze@yahoo.com

 

ტურების დასაჯავშნად საკონტაქტო ნომერია:

ტელ.: (+995) 552 223 222

 

როგორ მოვხვდეთ დაცულ ტერიტორიებზე
ბილიკები
რეგიონის ღირსშესანიშნაობები
გვიპოვეთ Google Map-ზე