დაცულ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ხელშეკრულებები გაფორმდა
ბიომრავალფეროვნებისა და მდგრადი ადგილობრივი განვითარების (BSLD) პროექტის დაცული ტერიტორიების კომპონენტის ფარგლებში, 2026 წლის 19 აგვისტოს, დაცულ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებით ორი ხელშეკრულება გაფორმდა.
ხელშეკრულებები ითვალისწინებს ტანას აღკვეთილში, ერუშეთის ეროვნულ პარკსა და კვერეთის აღკვეთილში დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციული შენობებისა და ვიზიტორთა ცენტრების, მიმდებარე სივრცეების, საფეხმავლო ბილიკების, ტურისტული თავშესაფრებისა და რეინჯერთა სახლების, ასევე შესაბამისი ინფრასტრუქტურის დაპროექტებასა და მშენებლობას.
ხელშეკრულებების საერთო ღირებულება შეადგენს 4,799,669.05 ევრო (დღგ-ს ჩათვლით) და სამუშაოების განმახორციელებლად შერჩეულია შპს IERI-ს (საქართველო) და JSC Arikan-ის (თურქეთი) ერთობლივი საწარმო. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული ინფრასტრუქტურის განვითარება ხელს შეუწყობს დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციული და ვიზიტორთა მომსახურების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და ვიზიტორებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნას.
BSLD პროექტი ხორციელდება დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მხარდაჭერით, გერმანიის რეკონსტუქციის და განვითარების ბანკის (KfW) ჩართულობით. პროექტის საერთო მიზანია დაცული ტერიტორიების ქსელის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა.
