ქოქოლეთის ბილიკი

 

  • ქოქოლეთის ბილიკი

/15 კმ, სამანქანოსთან ინტეგრირებული საფეხმავლო, საშუალო/

 

ბილიკის აღწერა:

მარშრუტი ვიზიტორთა ცენტრიდან იწყება და მიემართება სოფ. ქვედა ქოქოლეთისკენ.

სოფლის გზის (9კმ) გავლის შემდგეგ გზა გრძელდება (6კმ) კოლხური ტიპის ტყეში, რომელიც შერეული ფოთლოვანი-წიწვოვანი ტყით არის წარმოდგენილი და  მიემართება გადასახედამდე, საიდანაც მოსჩანს თურქეთის დაცული ტერიტორია - „ჯამილის ბიოსფერული რეზერვატი“ და ისტორიული „ზედა მაჭახელას“ 6 სოფელი. თურქეთის ტერიტორიაზე, მდინარის დატოტვილ ხეობაში განლაგებული სოფლები მაჯისა და ხელის ფორმას ქმნიან და ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად აღნიშნულთან არის დაკავშირებული სახელი „მაჯახელი“ ანუ „მაჭახელი-ს“ წარმოშობა.

გადასახედი ადგილიდან 1,2 კ-ში, ბუნებაში ღამის თევის მსურველთათვის მოწყობილია საპიკნიკე და  საკარვე ადგილები, სადაც ტროპიკული ტყეებისთვის დამახასიათებელი შესანიშნავი გარემო, ველური ბუნება და  ცივი წყაროა. სურვილის შემთხვევაში, ვიზიტორს შეუძლია კემპინგისთვის აუცილებელი აღჭურვილობა იქირაოს ვიზიტორთა ცენტრში.

მარშრუტი იგივე გზით ბრუნდება სოფ. ქვედა ქოქოლეთში.

 

გაითვალისწინეთ:

  • თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა
  • ქოქოლეთის ბილიკზე მოგზაურობის შემთხვევაში, აუცილებელია ტურის დაწყებამდე თან იქონიოთ სასაზღვრო ზონასა და ზოლში შესვლის, დროებითი ყოფნისა და სპეციალური გადაადგილების საშვი.
  • საშვის მისაღებად შეავსეთ საშვის მაძიებლის  განაცხადის ფორმა, რომელიც განთავსებულია საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ვებგვერდზე - bpg.gov.ge და გაგზავნეთ მისამართზე: bpol@mia.gov.ge
  • დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ შემდეგ ვებგვერდს:  bpg.gov.ge ან დაასკანერეთ QR კოდი.
  • ბილიკზე გასვლის შესათანხმებლად მიმართეთ მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაციას, ტელ: +995 595 08 60 75;  +995 599 63 89 06; ელ.ფოსტა: Didari.Makharadze@apa.gov.ge