დიკლო

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

/ 28 კმ, 1-2 დღე, საფეხმავლო და საცხენოსნო, საშუალო სირთულის /

მთავარი ღირსშესანიშნაობები: თუშეთის ერთ-ერთი ულამაზესი სოფელი შენაქო, ძველი დიკლოს ნანგრევები, შთამბეჭდავი ბუნებრივი ლანდშაფტები, ფრინველთა მრავალფეროვნება, თუშური ტრადიციული ლუდის დაგემოვნება.

მარშრუტი ომალოდან იწყება სამანქანო გზით, რომელიც პირიქითა ალაზნის ნაპირთან ჩადის. შემდეგ გადის სოფელ შენაქოზე და მიემართება სოფელ დიკლოსაკენ. მარშრუტის ცხენით გავლა შესაძლებელია ერთ დღეში. ლანდშაფტებისა და სოფლების დინჯად დათვალიერებისათვის რეკომენდებულია მოგზაურობა ღამის თევით. შენაქო თუშეთის ერთ-ერთი ულამაზესი სოფელია ვიწრო ქუჩებითა და ძველი სახლებით. აქვე არის ისტორიული ლუდის სახარში, სადაც ვიზიტორებს ლუდის დაგემოვნების საშუალება ეძლევათ.

შენაქოდან მარშრუტი მიემართება სოფელ დიკლოსაკენ. XIX საუკუნემდე სოფელი დიკლო ციცაბო კლდეზე, ამჟამინდელი დიკლოდან ორ კილომეტრში მდებარეობდა, რომელიც დაღესტნელების შემოსევის შედეგად განადგურდა. სოფელ დიკლოში ფუნქციონირებს საოჯახო სასტუმროები, სოფლის მახლობლად შესაძლებელია კარვების გაშლა. ბილიკზე მოგზაურობისას არ არის გამორიცხული ნიამორების ნახვა, რადგან მარშრუტი ამ ცხოველის საბინადრო ადგილებს გაივლის. სასმელი წყალი ხელმისაწვდომია სოფელ ომალოში, სოფელ შენაქოსა და სოფელ დიკლოში.

დამატებითი ინფორმაცია: მარშრუტის გასწვრივ რამდენიმე ადგილას (შენაქო, დოტკალტოს გადასახვევი და ძველი დიკლო) განლაგებულია მეცხვარეთა სადგომები. მეცხვარის ძაღლებთან მიახლოვება არ არის რეკომენდირებული.  

უკან დაბრუნებისას, უმჯობესია, ნასოფლარ აგეურთისაკენ გადახვევა, სადაც შემორჩენილია ოდესღაც ხალხმრავალი და ულამაზესი სოფლის ნაშთები.

საფეხმავლო მარშრუტის სავარაუდოგანრიგი:

დღე 1: სოფელი ომალო - სოფელი შენაქო - სოფელი დიკლო (მანძილი 14 კმ). ღამის გათევა შესაძლებელია, როგორც სოფელ შენაქოს, ასევე სოფელ დიკლოს საოჯახო სასტუმროებში; ასევე შესაძლებელია კარვების გაშლა.

დღე 2: სოფელი დიკლო - აგეურთა - თხილოვანი - სოფელი ქვემო ომალო/ვიზიტორთა ცენტრი (მანძილი 14 კმ).

ფოტო გალერეა

ჰიფსომეტრიული რუკა

https://karyaharapanmukti.desa.id/ https://desategalsari.id/ https://desatanjungmedang.id/ https://stksteakhouse.com/ https://enpa.org/ https://www.trindadedosul.rs.gov.br/ https://ayamjpterbaru.com https://cupangjp7.com https://istanapetirutara.com