ალგეთის ეროვნული პარკი
ალგეთის ეროვნული პარკი თბილისიდან 1 საათის დაშორებით მდებარე ალგეთის ეროვნული პარკი საუკეთესო ტერიტორიაა მეგობრებთან ერთად დროის გასატარებლად.
მდინარე ალგეთის ხეობისა და შერეული ტყით დაფარული მთების ხედების ნახვასთან ერთად მოინახულებთ დაშბაშის, ბირთვისისა და სამშვილდის კანიონების ბუნების ძეგლებს, ესტუმრებით კლდეკარის ციხე-სიმაგრეს.
ალგეთის სახელმწიფო ნაკრძალი 1965 წელს აღმოსავლეთის ნაძვისა და კავკასიური სოჭის გავრცელების სამხრეთ-აღმოსავლეთით არეალის საზღვრის დაცვის მიზნით შეიქმნა. 2007 წელს ალგეთის სახელმწიფო ნაკრძალს მიენიჭა ეროვნული პარკის სტატუსი.
ეკოტურისტული მარშრუტები
ალგეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ამჟამად ხუთი ეკო-ტურისტული მარშრუტია. საცხენოსნო და საფეხმავლო. მათგან მხოლოდ ერთი ტურისტული ბილიკია მარკირებული - „სამეფო ქედი”. - 16 კმ-იანი წრიული მარშრუტი იწყება დაბა მანგლისიდან და მართალხევის გავლით (სადაც საპიკნიკე ადგილია) სოფ. დიდ ნამტვრიანამდე გრძელდება, საიდანაც “სამეფო ქედის” გავლით კვლავ მანგლისში ბრუნდება. ბილიკზე არსებული გადმოსახედი ადგილებიდან არაჩვეულებრივად მოჩანს ალგეთის ეროვნული პარკის ხეობა და შერეული ტყით დაფარული მთაგორიანი ხედები. ბილიკზე გავლისას შესაძლოა შეგვხვდეს შველი, კურდღელი, გარეული ღორი და რამდენიმე სახეობის გარეული ფრინველი
ალგეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე და მის მიმდებარედ უხვადაა უძველესი და შუა საუკუნეების ისტორიულ-კულტურული ძეგლები. განსაკუთრებულად მიმზიდველია, დაშბაშის, სამშვილდისა და ბირთვისის ბუნების ძეგლები.
ალგეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრის ეზოში მოწყობილია ეკოტურისტული ატრაქცია „თოკების პარკი“, რომელიც ბუნებაში არსებული შემეცნებით-გასართობი ადგილია. მოწყობილია 2 ზონა - საოჯახო და მოზარდთათვის, რომლებიც შესაბამისად 10 და 14 სხვადასხვა დაბრკოლებას მოიცავს.
ბიომრავალფეროვნება
ეროვნული პარკის ტერიტორია მდებარეობს ზღვის დონიდან 1100-1950 მ-ზე და გამოირჩევა ლანდშაფტური და ბიოლოგიური მრავალფეროვნებით. ასევე აღსანიშნავია რელიქტური ტყეები, რაც მას განსაკუთრებულ მიმზიდველობას ანიჭებს. ეროვნული პარკის ტერიტორიაზე თავმოყრილია სხვადასხვა ბოტანიკურ-გეოგრაფიული ოლქების: კოლხეთის, ჰირკანის, იბერიის, კავკასიურის, წინააზიურის და სხვა ფლორის წარმომადგენლები. ალგეთის ეროვნულ პარკში გვხვდება 900 წლოვანი მაღალი მთის მუხა, ეგრეთ წოდებული „პატრიარქი მუხა“, ასევე მთელ ტერიტორიაზე ხშირია მაღალი მთის მუხის კორომები.
ვიზიტორთა ცენტრი
სამუშაო საათები: 10:00 - 18:00
- თოკების პარკი (მარშუტი მოზარდებისთვის) 1 ადამიანი – 20 ლარი
- თოკების პარკი (მარშუტი საოჯახო) – 1 ადამინი - 15 ლარი
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:
ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტი - სალომე კობაიძე
ტელ: 595 08 60 80 | ელ.ფოსტა: salo.kobaidze@gmail.com
წალკის (დაშბაში) კანიონი
სამუშაო საათები: ყოველდღე 10:00 - 19:00
საკონტაქტო ინფორმაცია: წალკის კანიონის ადმინისტრაცია
ვიზიტორთა ცენტრი: +995 0322 880 505
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს : წალკის (დაშბაში) კანიონი