ქობულეთის დაცული ტერიტორიები
ქობულეთის დაცული ტერიტორიები აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და უნიკალური სფაგნუმიანი ჭაობებით განთქმულ ქობულეთის ნაკრძალსა და აღკვეთილს აერთიანებს.
ვიზიტორთა ცენტრი: ქ. ქობულეთი, აღმაშენებლის #271
3 მარტივ, საფეხმავლო მარშრუტზე ფრინველებზე დაკვირვებისა და საგანმანათლებლო-სამეცნიერო ტურების განმავლობაში შესაძლებელია ყვითელი და თეთრი დუმფარების, თეთრი ხავსის 4 მეტრიანი გუმბათების, მწერიჭამია დროზერასა და ჭაობის კუს გადაღება. გარდა ტურებისა, მსურველებს სფაგნუმის ტორფნარზე ჭაობის თხილამურებით გასეირნების საშუალებაც აქვთ.
ადგილზე შეგიძლიათ იქირაოთ:
- საკონფერენციო დარბაზი (15 ადამიანზე) - 35 ლარი;
- ჭაობის თხილამურები - 2 ლარი;
- ჭოგრიტი: 1 საათი - 2 ლარი.
ტურისტული სეზონი გრძელდება მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით
- ფრინველებზე დაკვირვებისათვის საუკეთესო პერიოდია გაზაფხული (აპრილი) და შემოდგომა (ოქტომბერი).
- მწერიჭამია დროზერას ნახვა შესაძლებელია მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით.
განთავსება
- ვიზიტორთა ცენტრში არსებული სასტუმრო 1 ადამიანი 1 დღე - 100 ლარი; 2 ადამიანი - 150 ლარი; 3 ადამიანი - 200 ლარი; ( 6-დან 12 წლამდე ბავშვი -50%; 6 წლამდე ბავშვი უფასო)
დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ:
როგორ მოვხვდეთ დაცულ ტერიტორიებზე
ბილიკები
რეგიონის ღირსშესანიშნაობები
გვიპოვეთ Google Map-ზე