სიახლეები
13 აგვისტო 2020
ჯავახეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის პროექტის საჯარო განხილვა
2020 წლის 15 სექტემბერს 12:00 საათზე, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოში (მისამართი: გ. გულუას ქ. N6) „ჯავახეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის“ პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება.
05 აგვისტო 2020
დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს ტენდერს
სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს ტენდერს.
შესყიდვის ობიექტია ვაშლოვანის დაცული ტერიტორიებზე არსებული ბუნგალოების და სარეინჯეროების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები.
05 აგვისტო 2020
დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს ტენდერს
სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს ტენდერს.
შესყიდვის ობიექტია მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე სარეინჯერო კოტეჯის სამშენებლო სამუშაოები.
05 აგვისტო 2020
დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს ტენდერს
სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს ტენდერს.
შესყიდვის ობიექტია ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე 2 ერთეული სარეინჯერო კოტეჯის სამშენებლო სამუშაოები.
05 აგვისტო 2020
დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს ტენდერს
სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს ტენდერს. შესყიდვის ობიექტია ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, არაგვის და თრუსოს ხეობაში სარეინჯერო კოტეჯის სამშენებლო სამუშაოები.
04 აგვისტო 2020
ელექტრონული აუქციონი
სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს პირობებიან ელექტრონულ აუქციონს თუშეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკებში, ტურისტული მომსახურების გაწევისა და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული, დუშეთის რაიონში, ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და ახმეტის რაიონში, თუშეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 1550 კვ.მ მიწის ნაკვეთის მართვის უფლებით გადაცემის მიზნით.
04 აგვისტო 2020
ელექტრონული აუქციონი
სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს პირობებიან ელექტრონულ აუქციონს ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილის ტერიტორიაზე წყალმცურავი საშუალებებით ტურისტული მომსახურების გაწევისა და ამ მომსახურებასთან დაკავშირებული ქონების, ახალქალაქის რაიონში, ბარალეთში, ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილის ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან მართვის უფლებით გადაცემის მიზნით.
23 ივლისი 2020
ელექტრონული აუქციონი
სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს პირობებიან ელექტრონულ აუქციონს ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ გორდში, ოკაცეს კანიონის ბუნების ძეგლზე ტურისტული მომსახურების გაწევის და ხონის მუნიციპალიტეტი, სოფელ გორდში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილის - 6147 კვ.მ. მიწის იჯარის უფლებით გაცემის მიზნით.
23 ივლისი 2020
ელექტრონული აუქციონი
სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს პირობებიან ელექტრონულ აუქციონს ლაგოდეხის აღკვეთილში მდებარე მიწის ნაკვეთის ნაწილის - 4615 კვ.მ. იჯარის უფლებით გაცემის მიზნით.
23 ივლისი 2020
ელექტრონული აუქციონი
სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს პირობებიან ელექტრონულ აუქციონს წყალტუბოს რაიონში, სოფელ ბანოჯაში, სათაფლიის აღკვეთილის მიმდებარედ არსებული 460 კვ.მ მიწის, 431 კვ.მ მიწის და წყალტუბოს რაიონში, სოფელ ყუმისთავში არსებული 1869 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 1016 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის იჯარის უფლებით გაცემის მიზნით.
20 ივლისი 2020
დაცული ტერიტორიების რეგიონული ადმინისტრაციის თანამშრომლები სახელფასო დანამატებს მიიღებენ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კავკასიის ბუნების ფონდს (CNF) შორის ხელშეკრულება გაფორმდა.
20 ივლისი 2020
საქართველოს პრემიერ მინისტრმა დაშბაშის კანიონზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა
მთავრობის მეთაურს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ ვალერიან მჭედლიძემ, KAAS ჯგუფის დირექტორმა ეკატერინე თორდიამ, ქვემო ქართლის რეგიონის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა უმასპინძლეს.
02 ივლისი 2020
დაცული ტერიტორიების განვითარების საუკეთესო ამერიკული გამოცდილების გაზიარების ტრენინგები წარმატებით დასრულდა
ტრენინგის „დაცული ტერიტორიების ინტეგრირებული მმართველობის და მართვის საორიენტაციო საფუძვლები“ 30 მონაწილეს სერტიფიკატები გადაეცათ. ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID) პარტნიორობით, აშშ-ის შინაგანი დეპარტამენტის საერთაშორისო ტექნიკური დახმარების პროგრამის წარმომადგენელმა პაატა შანშიაშნვილმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს, გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრის, ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები გადაამზადა.
29 ივნისი 2020
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები საერთაშორისო ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კავკასიის ბუნების ფონდს (CNF) შორის თანამშრომლობის გაგრძელებაზე ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია, მომდევნო 3 წლის განმავლობაში, 300 000 ევროს ღირებულების ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას მიიღებს.
24 ივნისი 2020
საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 4 160 000 ლარის ოდენობის გრანტი გადეცა
კავკასიის ბუნების ფონდი (CNF) დაცულ ტერიტორიებს პანდემიის პირობებში დაუბრკოლებელი ფუნქციონირებისთვის 4 160 000 ლარის მოცულობის მხარდაჭერას აღმოუჩენს...
