სიახლეები

ამერიკელი ექსპერტების სემინარი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მერნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოში ამერიკელმა ექსპერტებმა თანამშრომლებს სალაშქრო ბილიკების დაგეგმვისა და მშენებლობის თემაზე სემინარი ჩაუტარეს.

შეფასების ჯგუფის ექსპერტთა (EAGL) შესარჩევი კონკურსი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო გეგმავს საქართველოს დაცული ტერიტორიების წარდგენას IUCN მწვანე ნუსხაში.

ეკო-საგანმანათლებლო ტური კოლხეთის ეროვნულ პარკში
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, ეკოსაგანმანათლებლო საქმიანობის ფარგლებში, საჩხერის რაიონის სოფელ სარეკის საჯარო სკოლის მოსწავლეებიისთვის კოლხეთის ეროვნულ პარკში ეკოტური მოეწყო. მოსწავლეებს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თომა დეკანოიძე შეხვდა.

ქობულეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის საჯარო განხილვა
2018 წლის 24 ოქტომბერს 12:00 საათზე, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოში (მისამართი: გ. გულუას ქ. N6) „ქობულეთის ნაკრძალისა და ქობულეთის აღკვეთილის მენეჯმენტის გეგმის“ პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება.

კოლხეთის ეროვნული პარკის და კაცობურის აღკვეთილის მენეჯმენტის გეგმის საჯარო განხილვა
2018 წლის 23 ოქტომბერს 12:00 საათზე, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოში (მისამართი: გ. გულუას ქ. N6) ,,კოლხეთის ეროვნული პარკის და კაცობურის აღკვეთილის მენეჯმენტის გეგმის“ პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება.

შეხვედრა ჩეხეთის რესპუბლიკის გარემოს დაცვის კომიტეტის წევრებთან
საქართველოს ჩეხეთის რესპუბლიკის გარემოს დაცვის კომიტეტის წევრები ოფიციალური ვიზიტით სტუმრობენ. სამუშაო შეხვედრები გაიმართა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, პარლამენტის და თბილისის მერიის წარმომადგენლებთან.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხანძრის ქრობისას დაცვის განყოფილების უფროსი დაიღუპა
დღეს, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დაცვის განყოფილების უფროსი 43 წლის ივანე კუპრაძე დაიღუპა. იგი ხანძრის დროს წაქცეულმა ხემ იმსხვერპლა.

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიებზე ხის კენწეროების ბილიკი მოეწყობა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძე კახეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ხის კენწეროების ბილიკის მოწყობასთან დაკავშირებით, შეხვედრა გაიმართა.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ღონისძიება „კავშირი ბუნებასთან“ გაიმართა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძე, ბორჯომში იმყოფებოდა, სადაც ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებას „კავშირი ბუნებასთან“ დაესწრო.

"მეცხვარის დღე - თუშეთობა 2018"
თუშეთში, სოფელ ომალოში „მეცხვარის დღე - თუშეთობა 2018“ აღნიშნეს. დამსწრეებს კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა იოსებ ქარუმაშვილმა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძემ მიმართეს.

დაცული ტერიტორიების სააგენტოში რეინჯერთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძემ რეინჯერებს პროფესიული დღე მიულოცა.

ცვლილება სამუშაო საათებში
ტურისტული სეზონის გააქტიურებასთან დაკავშირებით, 17 ივლისიდან იცვლება სამუშაო საათები პრომეთეს მღვიმის, სათაფლიასა და მარტვილის კანიონის სალაროებში.

აუქციონი - სათაფლიას აღკვეთილის ტურისტული ინფრასტრუქტურა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრის სსიპ "დაცული
ტერიტორიების სააგენტოს" სარგებლობაში გადასაცემად გამოაქვს სათაფლიას აღკვეთილის ტურისტული ინფრასტრუქტურა.

დაცული ტერიტორიების სააგენტო ევროპარკების ფედერაციის წევრი გახდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სასტუმრო „ბილტმორში“ იმყოფებოდა, სადაც დაცული ტერიტორიების სააგენტოს ევროპარკების ფედერაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

აუქციონი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრის სსიპ "დაცული
ტერიტორიების სააგენტოს" სარგებლობაში გადასაცემად გამოაქვს მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ვიზიტორთა ცენტის სასტუმროს ნომრები - და საპიკნიკეები.