სიახლეები
23 აგვისტო 2019
ელექტრონული აუქციონი
ელექტრონული აუქციონი!
სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს პირობებიან ელექტრონულ აუქციონს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე (სადგურ „მეტეოს“ მიმდებარედ) 505 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით გაცემის მიზნით.
25 ივლისი 2019
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს ფოტოგრაფი ანდრეა პისტოლესი ეწვია
19 ივლისი 2019
ელექტრონული აუქციონი!
19 ივლისი 2019
„იმოგზაურე ვისოლთან ერთად“
18 ივლისი 2019
დაცული ტერიტორიების სააგენტოს განცხადება!
15 ივლისი 2019
ახალ ეკოტურისტულ ობიექტებზე ინფო-ტური გაიმართა
23 მაისი 2019
ელექტრონული აუქციონი
სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს ელექტრონულ აუქციონს თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, ე.წ „საბადურის ტყის“ მიმდებარედ 37 793 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით გაცემის მიზნით.
02 მაისი 2019
ელექტრონული ბილეთების სისტემა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო გაცნობებთ, რომ 3 მაისიდან დაცულ ტერიტორიებზე ბილეთების რეალიზება ხდება ელექტრონული გზით, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ვიზიტორთა მომსახურების ხარისხს.
ბილეთების რეალიზაციის პროგრამული უზრუნველყოფის, ფინანსური მონიტორინგისა და ვიზიტორთა შესვლის კონტროლის უზრუნველყოფას ახორციელებს კომპანია „გურუ.ჯი“.
კომპანიამ ვიზიტორთა ცენტრებში მოაწყო შესაბამისი ინფრასტრუქტურა. დამონტაჟდა გამშვები ტურნიკეტები, ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემა, ბილეთის საბეჭდი აპარატები, ასევე სალაროსთან ლოდინის რეჟიმის განტვირთვის მიზნით, ბილეთის ყიდვის სწრაფი აპარატები.
ელექტრონული ბილეთების სისტემის დანერგვის გამო, გაიზარდა ბილეთის ღირებულება და დაემატა საკომისიო მომსახურების გადასახადი. აქვე გვსურს აღვნიშნოთ, რომ საფასურის ზრდა მინიმალურია და შეადგენს 10-15%-ს.
ფასების დეტალური ცხრილი შეგიძლია იხილოთ: http://apa.gov.ge/uploads/other/5/5003.pdf
23 აპრილი 2019
ელექტრონული აუქციონი
სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს პირობებიან ელექტრონულ აუქციონს მარტვილის კანის ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე ტურისტული მომსახურების გაწევის მიზნით ზიპლაინის ატრაქციონების მოწყობისა და მისი უსაფრთხოების ნორმების / სტანდარტების დაცვით ოპერირების თაობაზე.
აუქციონის პირობების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის გასაგებად და აუქციონებში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ შემდეგ ლინკებს: http://bit.ly/2VZxvEo
23 აპრილი 2019
26-დან 29 აპრილის ჩათვლით, სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებით, დაცული ტერიტორიების ტერიტორიული ადმინისტრაციები ისვენებენ
დაცული ტერიტორიების სააგენტო გაცნობებთ, რომ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციები ისვენებენ. მათ შორის, ყველაზე პოპულარული ეკოტურისტული ობიექტებიც:
• პრომეთეს მღვიმე
• სათაფლია
• ნავენახევის მღვიმე
• მარტვილის კანიონი
• ოკაცეს კანიონი
• კოლხეთის ეროვნული პარკი
საქართველოს ეროვნული პარკები გელით 30 აპრილიდან!
21 აპრილი 2019
დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია ბიომრავალფეროვნების კვლევისა და კონსერვაციის ღონისძიებათა მხარდაჭერა, საქართველოს უნიკალური ბუნების პოპულარიზაცია და საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა.
დოკუმენტს ხელი სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ ვალერიან მჭედლიძემ და საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორმა თამაზ დარჩიძემ მოაწერეს.
მემორანდუმის ფარგლებში, სააგენტო ხელს შეუწყობს:
• ბოტანიკური ბაღის მიერ დაცულ ტერიტორიებზე გავრცელებული საქართველოს ფლორის სახეობების IUCN-ის კრიტერიუმებით შეფასების სამუშაოებს;
• ბოტანიკურ ბაღს გაუზიარებს გამოცდილებას გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო აქტივობებისა და ვიზიტორთა პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებით;
• ჩაერთვება ბოტანიკური ბაღის მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო კონფერენციებში, შეხვედრებსა და დისკუსიებში;
• ხელს შეუწყობს ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას.
ურთიერთთანამშრომლობა ასევე გულისხმობს, ვიზიტორთა პროგრამების შემუშავებას, ეკოსაგანმანათლებლო გამოცდილების გაზიარებასა და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებას, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, რაც ხელს შეუწყობს როგორც სახეობების, აგრეთვე ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვას და ჩვენი საარსებო გარემოს კონსერვაციას.
19 აპრილი 2019
ელექტრონული აუქციონი!
სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს პირობებიან ელექტრონულ აუქციონს სათაფლიის აღკვეთილში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილზე ტურისტული მომსახურების გაწევის მიზნით თოკების პარკის და ჩქაროსნული ჩამოსასვლელის (როლერის) მოწყობისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვით მათი ოპერირების თაობაზე.
აუქციონის პირობების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის გასაგებად და აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ შემდეგ ლინკს:
http://bit.ly/2Xoos01
04 აპრილი 2019
ელექტრონული აუქციონი!
ელექტრონული აუქციონი!
სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს პირობებიან ელექტრონულ აუქციონს თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, ზედაზნის ტყის მიმდებარედ არსებული ტერიტორიის ნაწილზე 75 000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით გაცემის მიზნით.
ვიზიტორთა ცენტრი
ღამის გასათევ კოტეჯები (არანაკლებ 120 ერთეული)
საკონფერენციო სივრცე (არანაკლებ 2 ერთეული)
კვების ობიექტები
გამაჯანსაღებელ კომპლექსი
ბავშვთა და მოზრდილთა გასართობ-დასასვენებელ ზონა
დამხმარე ნაგებობები (მაგ: სამზარეულო, დამხმარე ტექნიკური ნაგებობა, სამედიცინო პუნქტი, დაცვისა და თანამშრომლების განთავსებისათვის განკუთვნილი ნაგებობა)
აუქციონის პირობების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის გასაგებად და აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ შემდეგ ლინკს:
29 მარტი 2019
ელექტრონული აუქციონი!
24 მარტი 2019
მარტვილის კანიონზე ტურისტული სეზონისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს
საქართველოს ყველაზე პოპულარულ ეროვნულ პარკში - მარტვილის კანიონზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძემ ადგილზე დაათავლიერა.
მარტვილის კანიონს 2018 წელს, 200 000 ვიზიტორი ესტუმრა. რომელთა შორის 40% ქართველი, ხოლო 60%- უცხოელი იყო.
ახალი ტურისტული სეზონისთვის ადგილზე ეწყობა ახალი ექსტრემალური ატრაქცია ზიპ-ლაინი, რაც ადგილზე მოსულ სტუმარს საშუალებას მისცემს დამატებითი თავგადასავალი მოიწყოს.
დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვიზიტორების კომფორტი და უსაფრთხოება. აქედან გამომდინარე, კანიონში ქვათა ცვენის ზონებში დამონტაჟდა დამცავი ბადეები, რემონტდება ხიდები და გადასახედი პლატფორმები, ეწყობა დამატებითი სველი წერტილები.
2018 წელი დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის განსაკუთრებით წარმატებული იყო. საქართელოს ეროვნულ პარკებს, რეკორდული რაოდენობის - 1 მილიონ ვიზიტორზე მეტი ესტუმრა.
