სიახლეები
04 თებერვალი 2018
ალგეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა სრულდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით მარკოზაშვილთან ერთად, ალგეთის ეროვნულ პარკში იმყოფებოდა, სადაც ვიზიტორთა ცენტრის სამშენებლო სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა.
28 იანვარი 2018
საქართველოს დაცული ტერიტორიების მართვის ეფექტურობის გაძლიერება
სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ საქართველოს დაცული ტერიტორიების მართვის ეფექტურობის გაძლიერების საკითხებზე იმსჯელეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს დაცული ტერიტორიების სააგენტოს 2017 წლის მიღწევები გააცნო.
25 იანვარი 2018
კავკასიაში პირველი სპელეო-გამაჯანსაღებელი მღვიმე გაიხსნება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით მარკოზაშვილთან ერთად, საწურბლიას მღვიმეში იმყოფებოდა, სადაც მოწყობილ თანამედროვე ინფრასტრუქტურას ადგილზე გაეცნო.
22 იანვარი 2018
კოლხეთის ეროვნული პარკისა და კაცობურის აღკვეთილის ტყის მართვის გეგმების საჯარო განხილვა
დაცული ტერიტორიების სააგენტოში კოლხეთის ეროვნული პარკისა და კაცობურის აღკვეთილის ტყის მართვის გეგმების საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრას დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით მარკოზაშვილი, სააგენტოს თანამშრომლები და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
22 იანვარი 2018
ნეძვის აღკვეთილის ტყის მართვის გეგმების საჯარო განხილვა
დაცული ტერიტორიების სააგენტოში ნეძვის აღკვეთილის ტყის მართვის გეგმების საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრას დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით მარკოზაშვილი, სააგენტოს თანამშრომლები და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
21 იანვარი 2018
ნავენახევის მღვიმე პირველ ვიზიტორებს გაზაფხულზე მიიღებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე, დავით მარკოზაშვილთან ერთად ნავენახევის მღვიმეში იმყოფებოდა, სადაც მოწყობილი ტურისტული ინფრასტრუქტურა ადგილზე დაათვალიერა.
09 იანვარი 2018
დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობამ 2017 წელს 950 000-ს გადააჭარბა
2017 წლის მონაცემებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობამ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30%-ით მოიმატა და 954 397 შეადგინა.
08 იანვარი 2018
დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლებს ტრენინგები ჩაუტარდათ
გაეროს განვითარების პროგრამისა და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის პროექტის - „გლობალური გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესებისა და მის შესახებ ცოდნის ამაღლების მიზნით ინფორმაციის მართვის ჰარმონიზება საქართველოში“ (CCCD) - ფარგლებში დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლებს ჩაუტარდათ ტრენინგები თემაზე: „შესაძლებლობების გაძლიერება ჰაბიტატებისა და ფიტოპათოლოგიის გაუმჯობესებული მონიტორინგისათვის“.
08 იანვარი 2018
ნეძვის აღკვეთილის ტყის მართვის გეგმის საჯარო განხილვა
2018 წლის 18 იანვარს 12:00 საათზე, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოში (მისამართი: გულუას ქ.N6) გაიმართება ,,ნეძვის აღკვეთილის ტყის მართვის გეგმის“ საჯარო განხილვა. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ საკონტაქტო ინფორმაცია (მიზანი: ნეძვის აღკვეთილის ტყის მართვის გეგმის“ განხილვაზე დასწრება, სახელი/გვარი, ელ.ფოსტა, ორგანიზაცია) შემდეგ ელ. მისამართზე: pr.apa.gov@gmail.com
08 იანვარი 2018
"კოლხეთის ეროვნული პარკისა და კაცობურის აღკვეთილის ტყის მართვის გეგმის“ საჯარო განხილვა
2018 წლის 16 იანვარს 12:00 საათზე, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოში (მისამართი: გულუას ქ.N6) გაიმართება ,,კოლხეთის ეროვნული პარკისა და კაცობურის აღკვეთილის ტყის მართვის გეგმის“ საჯარო განხილვა.
15 დეკემბერი 2017
ნეძვის აღკვეთილის ტყის მართვისა და განვითარების გეგმა
წინამდებარე დოკუმენტი - ,,ნეძვის აღკვეთილის ტყის მართვისა და განვითარების გეგმა“ შემუშავდა 2017 წელს და მისი მიზანია ხელი შეუწყოს ნეძვის აღკვეთილის ტყეების მართვას და სამეურნეო ღონისძიებების დაგეგმვას.
10 დეკემბერი 2017
თბილისის ეროვნული პარკის ტურისტული ინფრასტრუქტურის გახსნა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გრიგალავამ, ესტონეთის ელჩთან საქართველოში კაი კაარელსონთან ერთად, თბილისის ეროვნულ პარკში, საბადურის ტყის ტურისტული ინფრასტრუქტურა ოფიციალურად გახსნა.
04 დეკემბერი 2017
მაჭახელას ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის განხილვა
01 დეკემბერი 2017
კოლხეთის ეროვნული პარკი და კაცობურის აღკვეთილის ტყის მართვის გეგმა
29 ნოემბერი 2017
საკონსულტაციო შეხვედრა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე, ეკატერინე გრიგალავა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარესთან, დავით მარკოზაშვილთან ერთად ზუთხისებრთა სახეობების კონსერვაციის საკითხებთან დაკავშირებით გამართულ საკონსულტაციო შეხვედრას დაესწრო.
